თეგი: ოლივერ ვარჰეი

პრემიერი: ევროკომისარ ვარჰეისთან უკრაინასა და რეგიონში არსებული ვითარება, ასევე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები განვიხილე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან სატელეფონო საუბარი გამართა. მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს, რომ ევროკომისართან საუბარში უკრაინასა და რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილა. „ამ რთულ დროს ნაყოფიერი საუბარი მქონდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან. განვიხილეთ უკრაინასა და ჩვენს რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები”, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

ოპოზიციამ ოლივერ ვარჰეის წერილით მიმართა

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის ოფიციალური წერილით მიმართა. დეპუტატების წერილში ნათქვამია, რომ „მთავრობის მიმართ არსებობს მოთხოვნა, ევროკავშირის კითხვარი საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი, თუმცა ხელისუფლება თავს არიდებს ამის გაკეთებას და ამტკიცებს, რომ კითხვარის გასაჯაროებისთვის მას ევროკავშირის ავტორიზაცია სჭირდება”. აქედან გამომდინარე, წერილის ავტორები „ითხოვენ დახმარებას საქართველოს ხელისუფლებასთან შესაბამისი პროცესის ხელშეწყობაში“. „უპირველეს ყოვლისა, გვსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი პირადი წვლილისთვის ევროკავშირის მიერ გასულ თვეში ჩვენი ქვეყნის სახელით შეტანილი ევროკავშირში გაწევრინებაზე განაცხადის პასუხად, შესაბამისი კითხვარის სწრაფ მიწოდებაში. უაღრესად დამაიმედებელია, რომ ევროკავშირმა აჩვენა პოლიტიკური ნება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის შესაბამისი განხილვის პროცედურის დაჩქარების საკითხში. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ ჩვენი მრავალი უთანხმოების მიუხედავად, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია, ჩვენ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი დეპუტატები მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ამ კონკრეტულ კომუნიკაციაში ჩვენ არ გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას ყველა იმ გადაუჭრელ საკითხზე, რომელიც დგას ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის კუთხით. ჩვენ არაერთხელ მოგმართეთ ამ შეშფოთებით როგორც თქვენ, ასევე, ევროკავშირის ინსტიტუტებს. თუმცა ცხადია, რომ არსებითი რეფორმების გარეშე, საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების რთულ გზაზე ძნელი იქნება. ამის გათვალისწინებით და ასევე, შესაბამისი აღმასრულებელი უწყებების მიერ ევროკავშირის კითხვარზე პასუხის მომზადების პროცესზე საპარლამენტო ზედამხედველობის გასაძლიერებლად, ჩვენ მოვთხოვეთ, მთავრობას გადმოეცა კითხვარი საზოგადოებისთვის, როგორც ხალხის, ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის და დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესის გათვალისწინებით. აქამდე, მთავრობა თავს არიდებს ამის გაკეთებას და ამტკიცებს, რომ კითხვარის გასაჯაროებისთვის მას ევროკავშირის ავტორიზაცია სჭირდება. ჩვენ გვესმის, რომ ევროკავშირის ინფორმირების შემდეგ მიმღებ მხარეს ე.ი. საქართველოს მთავრობას აქვს დისკრეცია, ევროკავშირის კითხვარი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდეს. ჩვენ ვითხოვთ თქვენს დახმარებას საქართველოს ხელისუფლებასთან შესაბამისი პროცესის ხელშეწყობაში. თუ ევროკავშირის რომელიმე პროცედურული წესი ხელს უშლის მთავრობას აღნიშნულის გაკეთებაში, ჩვენ ასევე მადლობელი ვიქნებით ინფორმირებულები ვიყოთ ამის შესახებ”, - ნათქვამია წერილში. წერილს ხელს აწერენ  არმაზ ახვლედიანი, დამოუკიდებელი დეპუტატი; თეონა აქუბარდია, „სტრატეგია აღმაშენებელი“; ანა ბუჩუკური, დეპუტატი „საქართველოსთვის“; ხატია დეკანოიძე დეპუტატი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; თამარ კორძაია, დამოუკიდებელი დეპუტატი; ანა ნაცვლიშვილი, დეპუტატი, „ლელო საქართველოსთვის“; სალომე სამადაშვილი, დეპუტატი, „ლელო საქართველოსთვის“; ხათუნა სამნიძე, დეპუტატი, "რესპუბლიკური პარტია“. ამავე თემაზე საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადაეცა ევროკავშირმა უკრაინას წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უნდა ვუმადლოთ უკრაინას და ამ ქვეყნის ბრძოლას, რომ არა უკრაინის თავდადებული ბრძოლა, ვერავინ იტყოდა, ეს დღე როდის დადგებოდა ლუკას მანდლი ევროკავშირის კითხვარზე: მნიშვნელოვანია კითხვარის პასუხების შინაარსი და კონტექსტი

ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა

ევროკომისიის სპიკერმა Europetime-ის შეკითხვას ექსკლუზიურად უპასუხა. ევროკომისიის წარმომადგენელს ვკითხეთ, რა მოლოდინები აქვს ევროკომისიას უკრაინასთან დაკავშირებით, რომელმაც უკვე დააბრუნა შევსებული კითხვარი და როგორია კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისადმი დამოკიდებულება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ევროკომისია მზადყოფნას ადასტურებს, მხარი დაუჭიროს უკრაინის ხელისუფლებას ამ მნიშვნელოვან პროცესში. მანამდე, კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხს უკრაინისგან ოთხი კვირის განმავლობაში ელის.  „ევროკომისიის პრეზიდენტმა, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის 8 აპრილს გადასცა კითხვარი, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებს მოიცავს. დოკუმენტის ნაწილი, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაციას ასახავს, უკრაინას 13 აპრილს წარედგინა. ევროკომისიამ დაიწყო კითხვარის პირველი ნაწილის პასუხების შეფასება, რომელიც უკრაინისგან 17 აპრილს მივიღეთ. ჩვენ ველით, რომ კითხვარის მეორე ნაწილზე ოთხი კვირის განმავლობაში (მაისის შუა რიცხვებამდე) მივიღებთ პასუხებს და მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინის ხელისუფლებას ამ მნიშვნელოვან პროცესში. პასუხები დაეხმარება კომისიას, მოამზადოს შეფასება უკრაინის განაცხადის შესახებ, წევრობის კრიტერიუმების გათვალისწინებით. კითხვარები გახლავთ შიდა დოკუმენტები, რომლებიც კომისიას მოსაზრებების მომზადებაში ეხმარება, ამიტომ, ეს დოკუმენტები არ არის გამოქვეყნებული კომისიის მიერ. ევროკომისიის მიერ მიღებული მოსაზრებების გამოქვეყნების შემდეგ, შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები ევროკავშირის საბჭოს ხელშია“, - განუცხადა Europetime-ს ევროკომისიის სპიკერმა. ცნობისთვის, უკრაინამ შევსებული კითხვარი 17 აპრილს, დააბრუნა. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. დოკუმენტი მიიღო მოლდოვამაც. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ გადასცა. ქვეყანას პასუხების დასაბრუნებლად 4-კვირიანი ვადა აქვს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 აპრილს განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან განიხილა კიევისთვის დახმარების გაზრდის საკითხი. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინის უსაფრთხოების დახმარების გაზრდაზე რუსეთთან კონფლიქტისა და ომისშემდგომი აღდგენის ფონზე, დაწერა ზელენსკიმ ტვიტერზე. ზელენსკის თქმით, მან ფონ დერ ლაიენს მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირის (EU) შევსებული კითხვარის შესახებ, რაც არის ნაბიჯი უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. თავის მხრივ, ფონ დერ ლაიენმა ასევე Twitter-ზე დაწერა, რომ მოლაპარაკებების დროს მხარეები შეეხნენ კიევის ფინანსურ და უსაფრთხოების დახმარებას და უკრაინის პასუხებს ევროკავშირის კითხვარზე. ასევე წაიკითხეთ რა წერია ევროკავშირის კითხვარში

ღარიბაშვილი ჯოზეფ ბორელს და ოლივერ ვარჰეის შეხვდება

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს და ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდება. შეხვედრების მთავარი თემა საქართველოს ევროპული მომავალი, კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინი, მნიშვნელობა და პერსპექტივა, ევროინტეგრაციის დღის წესრიგი იქნება. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 16 მაისს გაემგზავრა.  ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას შეხვდა პრემიერ-მინისტრი: შარლ მიშელის სახით ბრიუსელში საქართველოს დიდ მეგობარს შევხვდი  

ირაკლი ღარიბაშვილი ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე: ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე ძალიან კარგი საუბარი მქონდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრის მთავარ თემებს ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადი, შევსებული კითხვარი და კანდიდატის სტატუსის მიღებისათვის საქართველოს მზაობის შესახებ ევროკომისიის დასკვნა წარმოადგენდა. „ასევე, ისაუბრეს კითხვარის შევსების სამუშაო პროცესზე, რაც ქვეყანამ ვადაზე ადრე, წარმატებით განახორციელა და იმ მნიშვნელოვან შემდეგ ეტაპებზე, რაც საქართველომ უნდა გაიაროს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასოცირებული ტრიოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს თან ახლავს ევროკავშირის ინსტიტუტების ურყევი მხარდაჭერა. შეხვედრაზე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს, რა დროსაც პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ“, - აღნიშნავს მთავრობის ადმინისტრაცია. თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე წერს, რომ ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე ძალიან კარგი საუბარი შედგა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან. „საქართველოსადმი კონსოლიდირებული მხარდაჭერისთვის ჩვენი ევროპელი პარტნიორების მადლობელი ვარ.  ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე ძალიან კარგი საუბარი მქონდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან. რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელმა განვითარებამ კონკრეტული მექანიზმების საჭიროება წარმოშვა ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშესაწყობად. საქართველოსადმი კონსოლიდირებული მხარდაჭერისთვის ჩვენი ევროპელი პარტნიორების მადლობელი ვარ", - აცხადებს პრემიერი.

პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს

საქართველოს შემთხვევაში შევადგინეთ პრიორიტეტების ყოვლისმომცველი სია, რომელთა შესრულების საფუძველზეც გვექნება საშუალება, შედეგს მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეიმ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში პოლარიზაცია უნდა დასრულდეს. ევროკომისიის რეკომენდაციაა, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს, კანდიდატის სტატუსის მისაღებად კი, პირობები დააკმაყოფილოს „საქართველოს შემთხვევაში შევადგინეთ პრიორიტეტების ყოვლისმომცველი სია, რომელთა შესრულების საფუძველზეც გვექნება საშუალება, შედეგს მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ პოლარიზაციის დასრულება, რაც დამახასიათებელია ქვეყნისთვის. ჩვენ გვსურს ყველა პოლიტიკური პარტიის თანამშრომლობა და იმ შეთანხმების შესრულება, რომელიც მიღწეული იყო ევროკავშირის ფასილიტაციით. ეს ასევე მოიცავს მართლმსაჯულების რეფორმას, რადგან ეს შეთანხმება ეხება ამ საკითხსაც. ასევე გვჭირდება პროგრესი კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენ ასევე გვჭირდება ბრძოლის გაძლიერება ორგანიზებულ დანაშაულთან, გვჭირდება აქტიური, ჯანსაღი გამოძიება, გასამართლება და სანდო შედეგებზე დაფუძნებული ისტორია. და ბოლოს, ფუნდამენტურ უფლებებზე ჩვენ გვჭირდება, რომ გრანტირებული იყოს თავისუფალი, პროფესიონალური და პლურალისტული და დამოუკიდებელი მედიაგარემო ჟურნალისტებისთვის“, – განაცხადა ევროკომისარმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.  

ოლივერ ვარჰეი საქართველოს მიერ სასამართლო რეფორმის გატარების მნიშვნელობაზე მიუთითებს

ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ საქართველომ სასამართლო რეფორმა უნდა განაგრძოს. ევროკომისრის განცხადებით, თავის მხრივ, ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს. „საქართველო რეფორმებისა და ევროინტეგრაციის კურსს განაგრძობს. საქართველომ სერიოზულად უნდა უზრუნველყოს დემოკრატიული კონსოლიდაცია, განახორციელოს სასამართლო რეფორმები, განამტკიცოს კანონის უზენაესობა და გააძლიეროს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს“, - აღნიშნავს ოლივერ ვარჰეი. ოლივერ ვარჰეი: ბურთი საქართველოს მოედანზეა. დემოკრატიული კონსოლიდაციის, სასამართლო რეფორმების, კანონის უზენაესობის გაძლიერების ვალდებულება გადამწყვეტი იქნება ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე ყოველწლიური ანგარიში 13 აგვისტოს გამოაქვეყნა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, 2016 წლის პირველ ივლისს ძალაში სრულად შევიდა. 2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა. 17 ივნისს ევროკომისიამ წარმოადგინა თავისი მოსაზრება, რომელშიც ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე რეკომენდაცია გაუწია. კომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ უნდა მიენიჭოს, რაც კომისიის მოსაზრებაში მითითებული მთელი რიგი პრიორიტეტები შესრულდება. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ ამ რეკომენდაციას მხარი დაუჭირა. აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა მას შემდეგ, რაც პრიორიტეტები დაკმაყოფილდება. ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენს 2023 წლიდან და მას შემდეგ გაფართოების პაკეტის ფარგლებში. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე კომისია წარადგენს თავის შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, აიღოს და ეფექტიანად განახორციელოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გაეცანით Europetime-ის სტატიას ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად დააკვირდება, რამდენად ეფექტიანად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას  

რა საკითხები განიხილეს პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისარმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ოლივერ ვარჰეის პირისპირ შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ევროკომისიაში შეხვედრისას აღინიშნა ევროპული საბჭოს მიერ ივნისში მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებამ საფუძველი დაუდო ახალ ეტაპს, რომელმაც საქართველო ევროკავშირის წევრობამდე უნდა მიიყვანოს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველომ საბჭოს მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის გადასაჭრელად სამოქმედო გეგმა მალევე წარმოადგინა. სამუშაო პროცესი უზრუნველყოფს პარლამენტის, მთავრობის, ოპოზიციური პარტიებისა და ასევე სამოქალაქო საზოგადოების სრულ ჩართულობას. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირთან აღებული ვალდებულების შესრულების შედეგად, ქვეყანა წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ასოცირების ახალი დღის წესრიგი 2021-2027 წლებში იქნება საქართველოს ამბიციური რეფორმის სამოქმედო გეგმის ძირითადი საფუძველი. საუბარი შეეხო ევროკავშირთან ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის მნიშვნელობას, ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ოლივერ ვარჰეის მადლობა გადაუხადა საქართველოს ამბიციური გეგმების შესრულებაში შეტანილი პირადი წვლილისა და მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს, რა დროსაც პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. „შევხვდი ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებელ გზაზე საქართველოს წინსვლისთვის მჭიდრო თანამშრომლობის და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების განხორციელების იდეის ერთგულნი ვართ. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ შავი ზღვის დაკავშირებადობის საკითხი. ვაცნობიერებთ, რომ ლოგისტიკური და ენერგომარშრუტების დივერსიფიკაცია საკვანძო საკითხია ევროკავშირის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მდგრადობისთვის, - წერს თავის მხრივ პრემიერ-მინისტრი Twitter-ზე.

ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას, ევროპულ გზაზე საქართველოს მიერ გადასადგმელი ნაბიჯები განიხილა

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება. ოლივერ ვარჰეის თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ევროპულ გზაზე საქართველოს მიერ გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის პრაქტიკული განხორციელების პროცესი განიხილეს.  „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს დღევანდელ სხდომამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას, ევროპულ გზაზე საქართველოს მიერ გადასადგმელი შემდგომი ნაბიჯები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის პრაქტიკული განხორციელების პროცესი განვიხილე“, - აღნიშნავს ევროკომისარი.  

ოლივერ ვარჰეი: ხაზი მინდა გავუსვა საინვესტიციო გეგმას, რომელშიც 3,9 მილიარდი ევროს მობილიზაცია მოხდება საჯარო და კერძო სექტორიდან მხოლოდ საქართველოში

ვაჭრობის მიმართულებით წარმატება გვაქვს, ძალიან მიხარია რომ ევროკავშირის საწარმოები მეტ შესყიდვებს განახორციელებენ, რადგან ჩვენი შეთანხმება ამის საშუალებას იძლევა- ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ოლივერ ვარჰეის თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაკავშირებადობა ციფრული, ენერგო ან სატრანსპორტო კავშირების გამოყენებით პრიორიტეტულია. „გასული წლის საბჭოს შეხვედრის შემდეგ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები დაწინაურდა. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ კომუნიკაცია მოხდეს ძალიან მკაფიო ჩვენი თანამშრომლობის შესახებ. ამ კონტექსტში მინდა, ხაზი გავუსვა პარტნიორობის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, რომელშიც 3,9 მილიარდი ევროს მობილიზაცია მოხდება საჯარო და კერძო სექტორიდან მხოლოდ საქართველოში. საინვესტიციო კლიმატის მიმართულებით ამ პოტენციალის ასათვისებლად მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნება საჭირო. კოვიდის კრიზისის შემდეგ ეს მუშაობა გააქტიურდება, გარკვეული გამოწვევები იქნება დაძლეული, განსაკუთრებით საქართველოს მოსახლეობის, ვთქვათ, ევროკავშირში მაძიებელთა მიმართულებით. ჩვენ შევეცდებით გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა ამ მიმართულებით. რაც შეეხება ვაჭრობას, წარმატება ვიხილეთ. ძალიან მახარებს, რომ ევროკავშირის საწარმოები მეტ შესყიდვებს განახორციელებენ, იმიტომ, რომ ჩვენი შეთანხმება იძლევა ამის საშუალებას. ჩვენ შევთანხმდით, რომ მცირე და საშუალო საწარმოებში მოხდება ჩვენი თანამშრომლობის მიერ შეთავაზებული შესაძლებლობების გამოყენება და ათვისება. დაკავშირებადობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის - იქნება ეს ციფრული, ენერგო ან სატრანსპორტო კავშირების გამოყენებით, აუცილებელი იქნება ჩვენი საზოგადოებების დასაახლოებლად. დასკვნის სახით მინდა დავადასტურო: ჩვენი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს დავეხმაროთ იმ 12 პრიორიტეტის განხორციელებაში, რომელიც ევროკავშირმა განსაზღვრა, საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და ქვეყნის მედეგობის გაზრდაში, რათა სარგებელი მოუტანოს ამან ყველაფერმა საქართველოს მოსახლეობას. ყოველთვის გექნებათ ჩემი პირადი დახმარების საფუძველი და მიზეზი“, - აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ. ევროკავშირის მიერ (2021 წელს განცხადებული) აღმოსავლეთ პარტნიორებისთვის შემუშავებული ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის მიხედვით,  მომავალი 5 წლის განმავლობაში საქართველოსთვის  გათვალისწინებულია 3.9 მილიარდი ევროს მოზიდვა, მათ შორის, 1 175 000 000 - გრანტის სახით.

ოლივერ ვარჰეი: ჩვენი გზავნილი საქართველოს მიმართ შემდეგია: არ დაიკარგოს დრო და ენერგია, წინ წავწიოთ რეფორმები და ქვეყანაში ერთად ვიმუშაოთ

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს მიმართ მთავარი გზავნილი გააჟღერა. „ჩვენი პრიორიტეტები ნათელია, ჩვენ გვქონდა ღია, ნათელი საუბარი ამ საკითხებზე. ეს რა თქმა უნდა არის იმის ამსახველი, თუ როგორ შეგვიძლია, წარვმართოთ ჩვენი მყარი თანამშრომლობა, რომელიც წლების განმავლობაში ავაგეთ ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, რათა ეს ევროპული პერსპექტივა რეალობად ვაქციოთ. მიმაჩნია, რომ დღეს უნდა გავუგზავნოთ გზავნილი ქვეყანას, რომ არ დაიკარგოს დრო და ენერგია და წინ წავწიოთ რეფორმები და ქვეყანაში ერთად ვიმუშაოთ. საქართველოს წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით რა თქმა უნდა, დროს და სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს ყველას მხრიდან. მზად ვართ, რომ ამ მიმართულებით ყველა არსებული რესურსის მობილიზება მოვახდინოთ. ყველა მხარე, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება ამ მიზნის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ერის წინაშე. ამ ეტაპზე, რეკომენდაციას ვიძლევით, რომ საქართველომ 12 რეკომენდაციაზე გაამახვილოს ყურადღება, გაძლიერდეს სამართლის უზენაესობა, სასამართლო სისტემაში გატარდეს რეფორმა, რათა მოსამართლეების დამოუკიდებლობა იყოს უზრუნველყოფილი გარე მხარეებისგან და ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოხდეს წნეხის შემცირება; მედიის თავისუფლება იყოს უზრუნველყოფილი. ეს ყველაფერი იმ პრიორიტეტებშია გაწერილი და მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ დავაკვირდებით და მხარს დავუჭერთ საქართველოს ამ მიმართულებით, იმიტომ რომ მომავალ წელს, იმედი გვაქვს, რომ საქართველოში იმ დროისთვის არსებულ წინსვლას პოზიტიურად შევაფასებთ და იმედი გვაქვს, რომ რეფორმების ხარისხი მოგვცემს საშუალებას, რომ ვაჩვენოთ, რამდენად მიზანსწრაფულია საქართველო“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. მისივე თქმით, ევროკავშირის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს 12 პრიორიტეტის შესრულებაში.

საქართველოს სამუშაო ვიზიტით ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ეწვევა

საქართველოს 15 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ეწვევა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში​ დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროკომისრის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში. შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.  

ოლივერ ვარჰეის საქართველოში ვიზიტი დაიწყო

გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის საქართველოში ვიზიტი დაიწყო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოლივერ ვარჰეის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია და ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი დახვდნენ. მათივე ცნობით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარი შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  ოლივერ ვარჰეი შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტისას საუბარი შეეხება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ამ მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და შემდგომ ნაბიჯებს.  

2012 წლამდე ვცხოვრობდით დიქტატორული რეჟიმის პირობებში, შემდეგ კი, ქვეყანამ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა - ღარიბაშვილი

საქართველო არის ევროპული არჩევანის ერთგული. 2012 წლამდე ჩვენ ვცხოვრობდით დიქტატორული, ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში, სადაც არავითარი რეალური ნიშან-წყალი დემოკრატიის არ არსებობდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.~ ოლივერ ვარჰეი: დღეს აქ ჩამოვედით მკაფიო მიზნით, გვინდა დაგეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში „საქართველო არის ევროპული არჩევანის ერთგული. 2012 წლამდე ჩვენ ვცხოვრობდით დიქტატორული, ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში, სადაც არავითარი რეალური ნიშან-წყალი დემოკრატიის არ არსებობდა, არც მედია, არც თავისუფალი სასამართლო. სამი წლის დაგვიანებით დაიწყო ქვეყანამ პროცესი – ასოცირების მოლაპარაკებები, უვიზო რეჟიმი ჩვენს დროს დაიწყო. ძალიან მოკლე დროში ჩვენ დავდეთ ხელშესახები შედეგები, რითაც საქართველო რეალურად გამოირჩევა, როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ჯგუფში“, – განაცხადა პრემიერმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ამოცანაა, ქვეყანა იყოს დეოკუპირებული მშვიდობიანი გზით. „ჩვენ ასევე კარგად გვესმის, რა რეალობის წინაშე გვიწევს ცხოვრება, ეს არის ოკუპაცია, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული, ეს არის დიდი გამოწვევა, ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანია, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ევროკავშირის მისიას, რომელიც ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.  

ოლივერ ვარჰეი: ჩვენ გვჭირდება სანდო პარტნიორები. ყველაზე მნიშვნელოვანია - ენერგეტიკის სფერო, საქართველო შეიძლება, იყოს ასეთი სანდო პარტნიორი და მოკავშირე

ჩვენ გვჭირდება სანდო პარტნიორები, იქნება ეს უსაფრთხოებისა თუ ეკონომიკის სფერო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია - ენერგეტიკის სფერო, საქართველო შეიძლება, იყოს ასეთი სანდო პარტნიორი და მოკავშირე, - ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, დღეს, თბილისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  „რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში შავი ზღვა არის ჩვენი გეგმების ცენტრი. პრემიერმა უკვე ბრძანა, რომ შავი ზღვის ელექტროსადენი ძალიან სიმბოლური მნიშვნელობის არის ყველასთვის. სიმბოლური ისტორიულად, რამდენადაც დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან, კავკასიას ევროპასთან და სიმბოლური, რადგან ყველანი დავინახავთ, რომ რუსეთის ომი უკრაინაში არის ის ფონი, რომლის საფუძველზეც გვჭირდება სანდო პარტნიორები. სანდო, საიმედო პარტნიორები და მოკავშირეები, იქნება ეს უსაფრთხოების, ეკონომიკის სფეროში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად ენერგეტიკულ სფეროში და საქართველო შეიძლება იყოს ასეთი სანდო, საიმედო პარტნიორი, მოკავშირე“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.   

ოლივერ ვარჰეი: ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი, რომელიც საქართველოდან ევროპაში მწვანე ენერგიას მიიტანს

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, დღეს, თბილისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ის მნიშვნელოვანი პროექტები დაასახელა, რომლიც ევროკავშირისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. „ჩამოვთვალე ის საკვანძო პროექტები, რომელიც ფლაგმანურია ჩვენთვის. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შავი ზღვის ელექტროკაბელი. რომელიც მწვანე ენერგიას მოიტანს საქართველოდან ევროპაში. იმედი მაქვს, რომ ეს მყისიერად გამოიწვევს განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციებს საქართველოში. ჰიდრო, მზის და სხვა მიმართულებით და საქართველო გახდება სუფთა ენერგიის ექსპორტიორი. მეორე პროექტია შავი ზღვის ინტერნეტკაბელი. რომელიც ჩახსნის საქართველოს ბოლო დამოკიდებულებას რუსეთზე და თავისუფლება დამყარდება ამ სფეროშიც. ასევე საუბარი გვაქვს პორტების განვითარებასა და საზღვაო ტრანსპორტირების არსებულ მარშრუტებს აღვადგენთ. ეს მნიშვნელოვანია. ამას ექნება ახალი განზომილების მოცემის შესაძლებლობა“, - განაცხადა ვარჰეიმ.  შეგახსენებთ, რომ „საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. ინიციატივა მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის საშუალებით, რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) იქნება, ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტ. წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი ასევე აღჭურვილი იქნება ციფრული კავშირით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტელეკომუნიკაციას რუმინეთსა და საქართველოს შორის.  

ევროკომისარი ვარჰეი: ომი უკრაინაში ისევე, როგორც 2008 წლის ომი საქართველოში, ცხადყოფს, რომ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ქვეყანას, რომლებიც რუსეთის აგრესიას განიცდიან

ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს იმ სირთულეების დაძლევაში, რომლებიც ქვეყანაში რუსეთის აგრესიის საფუძველზე არსებობს. ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ სრული მხარდაჭერის ერთგულია. „როდესაც საქართველოში ხარ, ვერ აცდები საუბარს იმაზე, რომ ტერიტორიული მთლიანობა არის დარღვეული. ომი უკრაინაში, ისევე როგორც 2008 წლის ომი საქართველოში, ცხადყოფს, რომ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ქვეყანას, რომლებიც რუსეთის აგრესიას განიცდიან. ამიტომ, კვლავ მინდა ხაზი გავუსვა ჩემს გზავნილს, რომ ჩვენ ვდგავართ საქართველოს სრული ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს სირთულეების დაძლევაში, რომელიც ამ აგრესიის საფუძველზე არსებობს“, - განაცხადა ვარჰეიმ.  

ოლივერ ვარჰეი: პოზიტიურ ძვრებს ვხედავთ სასამართლო რეფორმის კუთხით, გვჭირდება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რაც უფრო სწრაფად შეასრულებს საქართველო 12 პრიორიტეტს, მით უფრო სწრაფად წაიწევს ევროპის გზაზე. ევროკომისრის თქმით, საქართველოს სჭირდება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი და ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 რეკომენდაციის შესრულება. „ვხედავთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილები და შემოთავაზებები კეთდება და მზადდება პარლამენტში. ვხედავ, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საქმის შესრულებაზე, რათა 12 პრიორიტეტი შესრულდეს. რამდენიმე მაგალითი მინდა მოგიყვანოთ: უკვე ვხედავთ პოზიტიურ ძვრებს სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართულებით, წინსვლას კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, სადაც საქართველო არის მოწინავე ქვეყანა საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაციით. საქართველოს ამ მიმართულებით პოზიტიური პრაქტიკა გააჩნია სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით. საქართველო საკმაოდ წინ არის, თუმცა ბევრი მუშაობა მოგვიწევს იმისთვის, რომ ანტიკორუფციული სააგენტო იყოს სრულად დამოუკიდებელი, გვჭირდება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი. მესმის, რომ ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო. გვჭირდება ნაბიჯები იმისკენ, რომ გააქტიურდეს ბროლა ორგანიზებულ დანაშაულთან და დანარჩენი კარგად მოგეხსენებათ 12-დან რა პუნქტები მაქვს მხედველობაში. რაც უფრო სწრაფად შეასრულებს საქართველო 12 პრიორიტეტს, მით უფრო სწრაფად წაიწევს ევროპის გზაზე. მინდა ხაზი გავუსვა შემდეგს, რაც უფრო სწრაფად შეასრულებს საქართველო ამ დათქმებს, მით უფრო სწრაფად მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები იმ სარგებელს, რომელიც თქვენკენ მოდის კანდიდატის სტატუსის მონიჭების საფუძველზე და მყისიერად მიხვდება ქვეყანა ეკონომიკური გააქტიურების, ადგილობრივი სამუშაო ძალის, სოციალური სტაბილურობის სახით. ამიტომ, ვფიქრობ, დასაკარგი დრო არ გვაქვს. ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ვიმუშაოთ და დაგეხმაროთ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ყველა ნაბიჯში შეგიწყოთ ხელი იმიტომ, რომ საქართველომ ძალიან მკაფიოდ გვაჩვენა მისი სურვილი, როდესაც გაწევრიანების შესახებ განაცხადა. ამიტომ, მზად ვართ, ამ მიმართულებით თქვენთან ერთად ვიმუშაოთ“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ევროკომისარი ვარჰეი: ევროკავშირის მიზანია ეკონომიკურმა ზრდამ და სამუშაო ადგილებმა მოიტანოს საქართველოს კეთილდღეობა

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს დედაქალაქში გამართულ შეხვედრებს სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება. „საქართველოს დედაქალაქ თბილისში გამართულ შეხვედრებზე აქცენტი კეთდება ევროკავშირის მხარდაჭერაზე და პრიორიტეტულ რეფორმებზე, რომლებიც ევროპული საბჭოს დასკვნაში გაიწერა, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით. ოლივერ ვარჰეი: ისტორია არასდროს იძლევა იგივე შანსს ორჯერ საუბარი გვექნება ასევე ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელ ფლაგმანურ პროექტებზე“, - წერს ევროკომისარი. ოლივერ ვარჰეის თქმით, ევროკავშირის მიზანია ეკონომიკურმა ზრდამ და სამუშაო ადგილებმა შედეგად მოიტანოს საქართველოს კეთილდღეობა. „ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმის განსახილველად შეხვედრაზე ვიმყოფებით საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან. ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ეხება დაკავშირებადობას ენერგეტიკულ, ციფრულ და სატრანსპორტო სფეროებში. დღეის მდგომარეობით, 34 000 მცირე და საშუალო ზომის საწარმოს აქვს მიღებული ჩვენი მხარდაჭერა. გვინდა, რომ ჩვენი ხელშეწყობით საქართველოში ისარგებლოს 80 000-მა კომპანიამ. ჩვენი მიზანია, ეკონომიკურმა ზრდამ და სამუშაო ადგილებმა შედეგად მოიტანოს საქართველოს კეთილდღეობა”, - აღნიშნავს ოლივერ ვარჰეი. მისივე თქმით, საქართველომ ცხადად განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს. „ქვეყანამ ცხადზე ცხადად განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ჩვენც მკაფიოდ გავიგონეთ  და შევისმინეთ. მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით და დანაპირები შევასრულოთ“, - აღნიშნა ევროკომისარმა, რომელიც საქართველოს სამუშაო ვიზიტით 15 ნოემბერს შეხვდა. ოლივერ ვარჰეი შეხვდა პრემიერს, პრეზიდენტს, საპარლამენტო უმრავლესობას, ასევე, ოპოზიციას.

ოლივერ ვარჰეი: დღეს აქ ჩამოვედით მკაფიო მიზნით, გვინდა დაგეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში

დღეს აქ ჩამოვედით მკაფიო მიზნით, გვინდა, დაგეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში, - ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, დღეს, თბილისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  რა მისიით ეწვია ოლივერ ვარჰეი საქართველოს „მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში, მოგვიწევს ძალიან ბევრი მუშაობა. საქართველოს მოუწევს დიდი ჯაფის გაწევა, იმისთვის, რომ აჩვენოს, რომ მზადაა, გახდეს კანდიდატი ქვეყანა. თუმცა აქვე უნდა გავუსვა ხაზი, რომ რა თქმა უნდა, ეს სურვილი მხოლოდ იმ შემთხვევაში ახდება, თუ მთელი ქვეყანა, მთელი საქართველო და ყველა ქართველი ქვეყნის შიგნით და გარეთ იმუშავებს ამ მიზნისკენ, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ისტორია არასდროს იძლევა იგივე შანსს ორჯერ, ამიტომ, უნდა ვტაცოთ ამ შესაძლებლობას ხელი და ვაქციოთ რეალობად“, - განაცხადა ვარჰეიმ.  მისივე თქმით, ამის გასაკეთებლად საჭიროა 12 პრიორიტეტის შესრულება.  „მახარებს, რომ ვხედავ აქეთ გადადგმულ ნაბიჯებს. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, შემოთავაზებები კეთდება და მზადდება პარლამენტში და ვხედავ, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საქმის შესრულებაზე, რათა 12 პრიორიტეტი შესრულდეს“, - აღნიშნა ვარჰეიმ.  ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ დღეს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს“, უმნიშვნელოვანესი უწოდა. პროექტის თანახმად, წყალქვეშა ელექტროკაბელით, საქართველო რუმინეთს უნდა დაუკავშირდეს და ევროკავშირის ქვეყნებს ელექტროენერგია მიაწოდოს. ცნობილია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ევროკავშირი რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს და ალტერნატიულ პარტნიორებს ეძებს.  „შავი ზღვის ელექტროკაბელი, რომელიც ძალიან სიმბოლური მნიშვნელობისაა ყველასთვის, სიმბოლური ისტორიულად, იმდენად, რამდენადაც დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან, კავკასიას ევროპასთან და სიმბოლური იმიტომ, რომ ყელა დავინახავთ, რომ რუსეთის ომი უკრაინაში არის ის ფონი, როლის საფუძველზეც გვჭირდება სანდო პარტნიორები. სანდო,საიმედო პარტნიორები და მოკავშირეები იქნება ეს უსაფრთხოების სფეროში, ეკონომიკის სფეროში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად ენერგეტიკულ სფეროში. საქართველო შეიძლება, იყოს ასეთი სანდო და  საიმედო პარტნიორი“, - განაცხადა ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო? Europetime-თან, პროფესორი, ენერგეტიკის აკადემიის საპატიო პრეზიდენტი რევაზ არველაძე ამბობს, რომ „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ საქართველოსა და ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესია. „ევროკავშირთან ენერგეტიკის სფეროში პირდაპირი კავშირი,  ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ეს მხოლოდ შავი ზღვითაა შესაძლებელი. ეს იდეა კარგა ხანია, არსებობს. ჩვენ ენერგეტიკის სექტორში, მხოლოდ თურქეთის მეშვეობით ვუკავშირდებით ევროპას. ეს კავშირი საკმაოდ სუსტია და იქ დამატებითი სიმძლავრის დამატება რთული იქნება“. ამასთან, რევაზ არველაძე ამბობს, რომ  „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის“ სიმძლავრე უნდა გაიზარდოს, რადგან ამ შემთხვევაში, ეს პროექტი  კომერციულად, უფრო მიმზიდველი იქნება. „ეს იქნება საკმაოდ ძვირი პროექტი. აქედან გამომდინარე უნდა არსებობდეს დიდი სიმძლავრეები. 1000 მეგავატის გასატარებლად, ამხელა ხაზის მშენებლობა კომერციულად არ იქნება საინტერესო. აქ უნდა იყოს საუბარი მრავალ ათას მეგავატზე, რომელიც საქართველოს გავლით ევროპამ უნდა მიიღოს. საქართველო, დამოუკიდებლად, ამხელა სიმძლავრის მობილიზებას ვერ შეძლებს, ამ პროექტში, აუცილებლად უნდა ჩაერთოს აზერბაიჯანი“. არველაძის შეფასებით, იმ ჯგუფმა, რომელიც ახლა პროექტს აკეთებს, ეს უნდა გაითვალისწინოს. „მოლოდინი და გათვლები, რომ მზისა და ქარის ელექტროსადგურებით შევძლებთ დიდი სიმძლავრეების მიღებას, ეს რეალურია. მაგრამ ეს არასტაბილური წყაროებია, რადგან ქარსა და მზის ენერგიაზე ვართ დამოკიდებული, ევროპას კი სტაბილური მიწოდება სჭირდება. თუმცა გვაქვს შანსი, რომ ექსპორტზე „მწვანე ენერგიაც“ გავიტანოთ“, -  აცხადებს არველაძე. მისივე თქმით, ამ პროექტის მნიშვნელობა არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის ძალიან მაღალია. „ასევეა ევროპისთვისაც, იმიტომ რომ ეს იქნება დივერსიფიკაციის კიდევ ერთი გზა და ახალი შესაძლებლობაც“. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის“ განხორციელების შემთხვევაში, გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოში,  განახლებად ენერგიის სეგმენტში სოლიდურ ინვესტიციებს პროგნოზირებს. „იმედი მაქვს, რომ ეს მყისიერად გამოიწვევს საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროებში კაპიტალდაბანდების ზრდას. ინვესტორების ინტერესი ჰიდრო, მზის და ენერგეტიკის სხვა მიმართულებებზე გაიზრდება. შესაბამისად, საქართველო გახდება სუფთა, „მწვანე ენერგიის“ ექსპორტიორი“, - აცხადებს ვარჰეი. საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. ინიციატივა მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის საშუალებით, რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) იქნება, ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტ. წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი ასევე აღჭურვილი იქნება ციფრული კავშირით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტელეკომუნიკაციას რუმინეთსა და საქართველოს შორის. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტკაბელის ეკონომიკური დასაბუთებისთვის კვლევა მიმდინარეობს, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს. მანამდე პროექტის შესახებ წინასწარი შეფასება ჩატარდა და დადგინდა რომ მსგავსი ურთიერთკავშირის არსებობა როგორც რუმინეთის, ასევე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ენერგეტიკულ სისტემასა და ეკონომიკაზე დადებით გავლენას იქონიებს. „კვლევის ფარგლებში, სსე აქტიურად თანამშრომლობს რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორთან – Transelectrica. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან პროექტის თაობაზე პერიოდული კონსულტაციები ტარდება რუმინეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების შესაბამის სამინისტროებთან, სსე-ის მხრიდან – ზემოაღნიშნული ქვეყნების შესატყვის ენერგეტიკულ კომპანიებთან. ტენდერით შეირჩევა კონტრაქტორი კომპანია, რომელიც გამოიკვლევს (Feasibility Study), თუ რა დაჯდება ზღვის დსკერზე საკაბელო სისტემის მშენებლობა, რა იქნება პროექტის სრული ბიუჯეტი, მანვე უნდა ჩაატაროს ეკონომიკური და ენერგეტიკული ანალიზი, მოამზადოს პროექტის იმპლემენტაციისა და შესყიდვების სტრატეგიის გეგმა“, - ნათქვამია სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციაში. სატენდერო პირობებით, პროექტის კონსულტანტ ორგანიზაციას, მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელების ანალიზის, სულ მცირე 15-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ასევე წყალქვეშა კაბელების პროექტირების გამოცდილებაც. ქართულმა მხარემ ამ პროექტში აზერბაიჯანიც მოიწვია. საქართველოს ეკონომიკის მაშინდელი მინისტრის, ნათია თურნავას, აზრით, „პროექტის კომერციულ მიმზიდველობას გაზრდის, თუ მასში ჩაერთვება რეგიონი, მათ შორის, აზერბაიჯანი, რომელიც დღესაც საქართველოს საიმედო პარტნიორია და მონაწილეობს ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგების პროცესში მაშინ, როცა საქართველოს ბაზარი დეფიციტურია“. სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ეს პროექტი ელექტროკაბელთან ერთად ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მშენებლობასაც გულისხმობს. „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მეშვეობით დადგინდება პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობები და საუკეთესო გზები. საკონსულტაციო კომპანიამ კვლევა 2022 წლის 11 მაისს დაიწყო და მისი დასრულება 18 თვის ვადაშია დაგეგმილი“, - ნათქვამია სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ:  ოლივერ ვარჰეი: ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი, რომელიც საქართველოდან ევროპაში მწვანე ენერგიას მიიტანს ოლივერ ვარჰეი: შავი ზღვა ჩვენი გეგმების ცენტრია

რა მისიით ეწვია ოლივერ ვარჰეი საქართველოს

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ოფიციალური ვიზიტი, პირველი ასეთი მაღალი დონის ვიზიტია მას შემდეგ, რაც საქართველომ ივნისში ევროპული პერსპექტივა მიიღო. 15 ნოემბერს, ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ქართულ მედიასთან ისაუბრა ევროკომისრის ვიზიტის მიზნებზე. ის „გულწრფელად იმედოვნებს, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. ელჩის სიტყვებით, მოსალოდნელია, რომ ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის მიერ წარდგენილი 12 რეკომენდაცია, ასევე, კონომიკური და საინვესტიციო გეგმა განიხილება. „არსებობს ვიზიტის ორი ძირითადი მიზეზი. პირველი არის 12 რეკომენდაციასთან და მის განხორციელების გზასთან დაკავშირებული განხილვა, მეორე მიზეზი კი არის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ჩვენს პროექტებთან ერთად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომლის მიზანია საქართველოს ეკონომიკის განვითარება ევროკავშირის მხარდაჭერით. ლიეტუვის ელჩი: ნებისმიერ სიტუაციაში მზად უნდა იყოთ, ევროკავშირი, ეს არის 27 წევრი სახელმწიფოს ხმა ეს ეხება მდგრადობას, დაკავშირებულობას, ციფრულ და მწვანე ეკონომიკას. ყველა ეს საკითხი განიხილება დღეს და ხვალ. ძალიან დატვირთული პროგრამა გვაქვს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით. ჩვენ ასევე შევხვდებით პრეზიდენტს, პარლამენტის წევრებს. გვექნება შეხვედრები პარლამენტში ყველა პოლიტიკურ პარტიასთან. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს. ევროკავშირი: ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.

ოლივერ ვარჰეი: ხმას მივაწვდენ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს - 12-ვე პრიორიტეტზე გვჭირდება ეროვნული კონსენსუსი

დღეს ხმას მივაწვდენ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს და ჩემი გზავნილი იქნება იგივე: 12-ვე პრიორიტეტზე გვჭირდება ეროვნული კონსენსუსი, – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რა მისიით ეწვია ოლივერ ვარჰეი საქართველოს „დღეს მე ხმას მივაწვდენ პარლამენტის ყველა წევრს. შევხვდები პარლამენტის თავმჯდომარეს, პოლიტიკურ გუნდს და ჩემი გზავნილი იქნება იგივე. ჩვენ გვჭირდება ეროვნული კონსენსუსი 12-ვე პრიორიტეტზე. ეს ყოველთვის ასე იყო, ნებისმიერი კანდიდატის შემთხვევაში. მაგალითად, ჩემს ქვეყანაში, უნგრეთში ეს იყო ჩვენი ეროვნული კონსენსუსის შემადგენელი. არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ ბრძოლას და კონიუნქტურას, ეს არის მიზანი, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი თაობა“, – განაცხადა ვარჰეიმ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

მთავრობას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, მაგრამ ყველაზე მეტი წილი პარლამენტის გასაკეთებელია - ოლივერ ვარჰეი

რაც უფრო სწრაფად შეასრულებს საქართველო 12 პრიორიტეტს, მით უფრო სწრაფად წაიწევს წინ, ევროპის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი და ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 რეკომენდაციის შესრულება და რა თქმა უნდა, მთავრობას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, მაგრამ ყველაზე მეტი წილი აქ პარლამენტის გასაკეთებელია, ამიტომ მივდივარ პარლამენტში და მათთან შევაჯერებ პოზიციებს. „ვხედავთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილები და შემოთავაზებები კეთდება და მზადდება პარლამენტში. ვხედავ, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საქმის შესრულებაზე, რათა 12 პრიორიტეტი შესრულდეს. რამდენიმე მაგალითი მინდა მოგიყვანოთ: უკვე ვხედავთ პოზიტიურ ძვრებს სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართულებით, წინსვლას კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით,სადაც საქართველო არის მოწინავე ქვეყანა საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაციით. საქართველოს ამ მიმართულებით პოზიტიური პრაქტიკა გააჩნია სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით. საქართველო საკმაოდ წინ არის, თუმცა, ბევრი მუშაობა მოგვიწევს იმისთვის, რომ ანტიკორუფციული სააგენტო იყოს სრულად დამოუკიდებელი, გვჭირდება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი. მესმის, რომ ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო. გვჭირდება ნაბიჯები იმისკენ, რომ გააქტიურდეს ბროლა ორგანიზებულ დანაშაულთან და დანარჩენი კარგად მოგეხსენებათ 12 -დან რა პუნქტები მაქვს მხედველობაში. რაც უფრო სწრაფად შეასრულებს საქართველო 12 პრიორიტეტს, მით უფრო სწრაფად წაიწევს ევროპის გზაზე. მინდა ხაზი გავუსვა შემდეგს, რაც უფრო სწრაფად შეასრულებს საქართველო ამ დათქმებს, მით უფრო სწრაფად მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები იმ სარგებელს, რომელიც თქვენკენ მოდის კანდიდატის სტატუსის მონიჭების საფუძველზე და მყისიერად მიხვდება ქვეყანა ეკონომიკური გააქტიურების, ადგილობრივი სამუშაო ძალის, სოციალური სტაბილურობის სახით. ამიტომ, ვფიქრობ, დასაკარგი დრო არ გვაქვს. ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ვიმუშაოთ და დაგეხმაროთ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ყველა ნაბიჯში შეგიწყოთ ხელი იმიტომ, რომ საქართველომ ძალიან მკაფიოდ გვაჩვენა მისი სურვილი, როდესაც გაწევრიანების შესახებ განაცხადა. ამიტომ, მზად ვართ, ამ მიმართულებით თქვენთან ერთად ვიმუშაოთ“, - განაცხადა ვარჰეიმ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.

ოლივერ ვარჰეი: შავი ზღვა ჩვენი გეგმების ცენტრია

3,9 მილიარდი ევრო შემოვა საქართველოში, საჯარო და კერძო სექტორში. ეს მნიშვნელოვანი ინიციატივაა. მიხარია, რომ ვხედავ და ვამბობ, რომ ამ პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ჩაეშვა, დაიწყო. იმედი მაქვს, შემდეგ ჯერზე, როდესაც ჩამოვალ, უკვე შედეგებსაც დავინახავთ -  ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, დღეს, თბილისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  ვარჰეის განცხადებით, ამ მნიშვნელოვანი პროექტების ნაწილი უკვე დაიწყო და შავი ზღვა ევროკავშირის გეგმების ცენტრია.  „რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში შავი ზღვა არის ჩვენი გეგმების ცენტრი. პრემიერმა უკვე ბრძანა, რომ შავი ზღვის ელექტროსადენი ძალიან სიმბოლური მნიშვნელობის არის ყველასთვის. სიმბოლური ისტორიულად, რამდენადაც დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან, კავკასიას ევროპასთან და სიმბოლური, რადგან ყველანი დავინახავთ, რომ რუსეთის ომი უკრაინაში არის ის ფონი, რომლის საფუძველზეც გვჭირდება სანდო პარტნიორები. სანდო, საიმედო პარტნიორები და მოკავშირეები, იქნება ეს უსაფრთხოების, ეკონომიკის სფეროში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად ენერგეტიკულ სფეროში და საქართველო შეიძლება, იყოს ასეთი სანდო, საიმედო პარტნიორი, მოკავშირე. ჩვენ ვქმნით ჩვენს პარტნიორობას ჩვენს ირგვლივ და გზავნილი, რომელიც ჩამოვიტანე საქართველოში, ასეთია: გვინდა პარტნიორობა ამ მიმართულებით, რათა დამყარდეს ენერგოუსაფრთხოება საქართველოში, კავკასიასა და ევროპაში. მიმაჩნია, რომ ამ კაბელით ჩვენ შევძლებთ ამ მიზნის შესრულებას“, - განაცხადა ვარჰეიმ. მისივე თქმით, ღრმაწყლოვან ელექტროკაბელის პროექტზე მუშაობა უნდა დაჩქარდეს.  

ვის ეხება რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციის შესახებ - ოლივერ ვარჰეის პასუხი

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა ერთი მხრივ ნიკა გვარამიას დაკავების, მეორე მხრივ კი იმის შესახებ, თუ ვის ეხება ევროკომისიის მიერ წარდგენილი რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციის შესახებ და ვის გულისხმობს ევროკომისია. ევროკომისარმა აღნიშნა, ეს კრიტერიუმი „არცერთ კონკრეტულ ადამიანს არ ეხება“. „თქვენ მიიჩნევთ, რომ ამდენი ვიცი საქართველოს პოლიტიკის შესახებ? არ მგონია. მე ის ვიცი, რომ ძალიან მკაფიოდ არსებობს გაწერილი 12 რეკომენდაცია. არცერთ კონკრეტულ ადამიანს არ ეხება კრიტერიუმები. ეს არის სისტემის ჩარჩო, რომელიც შემოგთავაზეთ. საკანონმდებლო ჩარჩო, რომელშიც ფუნქციონირებს მედია, იძლევა იმის გარანტიას, რომ იქნება თავისუფლება. ამ ჩარჩოში ხალხს ექნება წვდომა ინფორმაციაზე, მედიაზე, რომელიც აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას და იგივე ეხება კანონს ოლიგარქების შესახებ. ევროკავშირი არ არჩევს, რომელია კარგი ოლიგარქი და რომელია ცუდი. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ეს კრიტერიუმები მკაფიოდ იყოს განსაზღვრული. არავის უნდა ჰქონდეს არაჯანსაღი გავლენა პოლიტიკურ, საკანონმდებლო, იურიდიულ გადაწყვეტილებებზე თავისი თავის სასიკეთოდ ან სხვების სასიკეთოდ, რაც საბოლოო ჯამში, მისთვის იქნება სასიკეთო. ჩვენი კრიტერიუმები ყოველთვის არის ზოგადი და არასდროს უკავშირდება რომელიმე ადამიანს. სწორედ ამიტომ, როდესაც საუბარია კანონზე დეოლიგარქიზაციის შესახებ, ჩვენ ვითხოვეთ ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა, რომელიც ამ სისტემას დაარეგულირებს - ვთავაზობთ მთავრობას, რომ ვენეციის კომისიაზე შესაფასებლად გაიტანოს ეს კანონპროექტი და ვნახოთ რამდენად მიიყვანს ეს იურიდიული ინსტრუმენტი იმ მიზნამდე, რომელიც გაწერილია ამ პრიორიტეტებში“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

ოლივერ ვარჰეი: ისტორია არასდროს იძლევა იგივე შანსს ორჯერ

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადარ,  რომ საქართველოს მოუწევს დიდი ჯაფის გაწევა, რათა აჩვენოს, რომ მზად არის, გახდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. დღეს ჩამოვედით ძალიან მკაფიო მიზნით - გვინდა დაგეხმაროთ საქართველოს მომზადებაში, დაგეხმაროთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაში. ამ მიმართულებით გვინდა, რომ ერთად ვიაროთ წინ. ძალიან მიხარია, რომ დავბრუნდი საქართველოში. წელიწადზე მეტი იქნება მას შემდეგ, რაც ბოლოს ჩამოვედი. სიმართლე გითხრათ, განვითარებას ვხედავ - ეკონომიკა ყვავის, ქალაქში გავიარე და ყველასთვის თვალსაჩინოა, რომ ბოლო წლის განმავლობაში ეკონომიკის განვითარება სახეზეა. საქართველოში პროგრესი არსებობს, წინსვლა შეიმჩნევა ეკონომიკაში და მე ჩამოვედი როგორც ევროკომისარი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში. ოლივერ ვარჰეი: დღეს აქ ჩამოვედით მკაფიო მიზნით, გვინდა დაგეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში ეს პირველად მოხდა ამ რანგში - არამხოლოდ სამეზობლო, არამედ გაფართოების მანდატითაც ჩამოვედი და ორივე მიმართულება მნიშვნელოვანია. ამ სირთულეების პერიოდში, რომელიც ორივეს გვიდგას წინ, ამ ახალი გეოპოლიტიკური წნეხის პროცესში, საქართველომ ძალიან მკაფიოდ დაგვანახა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს მყარი მიზანი. ამისთვის საჭიროა გრძელვადიანი სტაბილურობა და მშვიდობა. ჩვენ შევისმინეთ ეს გზავნილი და საქართველოში ჩამოვედი არა იმის სათქმელად, რომ გავიგეთ ეს გზავნილი, არამედ იმისთვის, რომ მზად ვართ, შევასრულოთ ეს თხოვნა. ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს არის ძალიან ძლიერი მანდატი არამხოლოდ მთავრობისთვის, მთელი პოლიტიკური ელიტისთვის. დღეს ჩამოვედით ძალიან მკაფიო მიზნით - გვინდა დაგეხმაროთ საქართველოს მომზადებაში, დაგეხმაროთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაში. ამ მიმართულებით გვინდა, რომ ერთად ვიაროთ წინ. მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში მოგვიწევს ძალიან ბევრი მუშაობა. საქართველოს მოუწევს დიდი ჯაფის გაწევა იმისათვის, რათა აჩვენოს, რომ მზად არის გახდეს კანდიდატი ქვეყანა, თუმცა აქვე უნდა გავუსვა ხაზი იმას, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ახდება, თუ მთელი ქვეყანა, მთელი საქართველო და ყველა ქართველი ქვეყნის შიგნით და გარეთ იმუშავებს ამ მიზნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ისტორია არასდროს იძლევა იგივე შანსს ორჯერ, ამიტომ უნდა ვტაცოთ ამ შესაძლებლობას ხელი და გავხადოთ რეალობა. ამის გასაკეთებლად გვჭირდება 12 რეკომენდაციის შესრულება და ამ მიმართულებით საჭიროა კარგი ისტორიის ჩვენება. მიხარია, რომ ვხედავ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის 12 მთავარი გზავნილი საქართველოს

„რაც უფრო სწრაფად შეასრულებს საქართველო 12 პრიორიტეტს, მით უფრო სწრაფად წაიწევს წინ, ევროპის გზაზე“, - გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, სხვა გზავნილებთან ერთად, ამ რჩევითაც ეწვია საქართველოს. ოლივერ ვარჰეი: ისტორია არასდროს იძლევა იგივე შანსს ორჯერ აღსანიშნავია, რომ ოლივერ ვარჰეი პირველად ჩამოვიდა საქართველოში მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ საქართველოს 12 რეკომენდაცია წარუდგინა, ევროკავშირის საბჭო კი, ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაჰპირდა, როგორც კი ხსენებულ პრიორიტეტებს შეასრულებს. როგორ ასრულებს პირობებს საქართველო, ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯებს ხედავს, პარლამენტში მუშაობა მიმდინარეობს. ოლივერ ვარჰეიმ ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე დააფიქსირა, რომ ჩამოვიდა, რათა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში დაეხმაროს. რამდენჯერმე ახსენა 12 რეკომენდაცია და გამოყო კონკრეტული მიმართულებები, მასში ასახული რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც საჭიროა. მაგალითად, ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი. 12 რეკომენდაციაში ასახულ მესამე პუნქტზე - სასამართლო რეფორმაზე კი განაცხადა, რომ პოზიტიურ ძვრებს ხედავს. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოში სამუშაო ვიზიტით 15 ნოემბერს იმყოფებოდა. ის შეხვდა პრემიერს, პრეზიდენტს, საპარლამენტო უმრავლესობას, ასევე, ოპოზიციას. პრესკონფერენცია შუადღისას, პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართა და მის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან მოკლე გზავნილები Europetime-მა შეკრიბა. საქართველომ ძალიან მკაფიოდ გვაჩვენა მისი სურვილი, როდესაც გაწევრიანების შესახებ განაცხადა, ჩვენ მზად ვართ,  დანაპირები შევასრულოთ ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი 12 რეკომენდაცია. არცერთ კონკრეტულ ადამიანს არ ეხება კრიტერიუმები ჩვენ გვჭირდება ეროვნული კონსენსუსი თორმეტივე პრიორიტეტზე ქალაქში გავიარე და ყველასთვის თვალსაჩინოა, რომ ბოლო წლის განმავლობაში ეკონომიკის განვითარება სახეზეა, ეკონომიკა ყვავის ვხედავთ პოზიტიურ ძვრებს სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართულებით, წინსვლას კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით ბევრი მუშაობა მოგვიწევს იმისთვის, რომ ანტიკორუფციული სააგენტო იყოს სრულად დამოუკიდებელი გვჭირდება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი გვჭირდება ნაბიჯები იმისკენ, რომ გააქტიურდეს ბროლა ორგანიზებულ დანაშაულთან 3,9 მილიარდი ევრო შემოვა საქართველოში, საჯარო და კერძო სექტორში ჩვენ დავეხმარებით საქართველოს სირთულეების დაძლევაში, რომელიც რუსეთის აგრესიის საფუძველზე არსებობს გზავნილი, რომელიც ჩამოვიტანე საქართველოში, ასეთია: გვინდა პარტნიორობა შავი ზღვა ჩვენი გეგმების ცენტრია ევროკავშირის მიზანია ეკონომიკურმა ზრდამ და სამუშაო ადგილებმა მოიტანოს საქართველოს კეთილდღეობა ასევე გაეცანით: ევროკავშირი: ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.

ოლივერ ვარჰეი: ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ვამზადებთ საქართველოს

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ საქართველოს დიდ უმრავლესობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს ძალიან ძლიერი მანდატია არამხოლოდ მთავრობისთვის, არამედ მთელი ქვეყნის პოლიტიკური ელიტისთვის. ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის 12 მთავარი გზავნილი საქართველოს „ვხედავთ, რომ საქართველოს დიდ უმრავლესობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს ძალიან ძლიერი მანდატია არამხოლოდ მთავრობისთვის, არამედ მთელი ქვეყნის პოლიტიკური ელიტისთვის და ყველა იმ პირისთვის, ვინც აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ვამზადებთ საქართველოს!“, – წერს ოლივერ ვარჰეი.  

ევროკავშირმა უნდა განამტკიცოს გაფართოების პოლიტიკა მკაცრი, მაგრამ სამართლიანი პირობებით, მიღწევებზე დაფუძნებული პრინციპით - ვარჰეი

ევროკავშირმა უნდა განამტკიცოს გაფართოების პოლიტიკა მკაცრი, მაგრამ სამართლიანი პირობებით, მიღწევებზე დაფუძნებული პრინციპით, – ამის შესახებ განაცხადა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ევროპარლამენტში განაცხადა. „გვჭირდება პოლიტიკური ნება, როგორც ევროკავშირის, ისე კანდიდატი ქვეყნების მხრიდან. გაფართოება არის გეოპოლიტიკური პრიორიტეტი ჩვენთვის და ჩვენი მოკავშირეებისთვის. ევროკავშირში გაწევრიანების იდეა გადაჯაჭვულია რეფორმების საჭიროებასთან, თავისუფლებასთან, უსაფრთხოებასთან და სტაბილურობასთან. ჩვენ ეს ვნახეთ ახალი აპლიკანტების მაგალითზე, ჩვენი პასუხისმგებლობაა, ეს მოლოდინები გავამართლოთ. უნდა განვამტკიცოთ გაფართოების პოლიტიკა მკაცრი, მაგრამ სამართლიანი პირობებით, მიღწევებზე დაფუძნებული პრინციპით“, – აღნიშნა ვარჰეიმ. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.  

ოლივერ ვარჰეი: „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ რჩება გადამწყვეტ ინსტრუმენტად რეფორმების წინ წასაწევად

ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით, ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას აღმოსავლეთ პარტნიორებთან, რათა ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული პროექტების იმპლემენტაცია გაგრძელდეს. ოლივერ ვარჰეი: ევროკავშირი-საქართველოს წყალქვეშა კაბელის პროექტში, €2.3 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდება „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ რჩება გადამწყვეტ ინსტრუმენტად მედეგობის, აღდგენისა და რეფორმების წინ წასაწევად. ჩვენ ვიმუშავებთ პარტნიორებთან, რათა დავაჩქაროთ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით გაწერილი 17 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტების იმპლემენტაცია. ოლივერ ვარჰეი: ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი, რომელიც საქართველოდან ევროპაში მწვანე ენერგიას მიიტანს ოლივერ ვარჰეი: შავი ზღვა ჩვენი გეგმების ცენტრია მნიშვნელოვანია მწვანე და ციფრული გარდაქმნის დაჩქარება და დაკავშირების გაუმჯობესება“, – წერს ვარჰეი.  

ოლივერ ვარჰეი: ევროკავშირი შავი ზღვის კაბელის პროექტში, €2.3 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს

ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის თანახმად, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტი დაფინანსდება.  აზერბაიჯანი, რუმინეთი, უნგრეთი და საქართველო მწვანე ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ ევროკომისარმა Twitter-ზე დაწერა, რომ შავი ზღვის ელექტროკაბელი საქართველოსა და მთელ სამხრეთ კავკასიას რუმინეთთან დააკავშირებს, რაც  ევროპაში მწვანე ენერგიის ექსპორტს უზრუნველყოფს და ორმხრივ თანამშრომლობას გააძლიერებს. ვარჰეის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო გეგმა ასევე, სატრანსპორტო პროექტებსა და სავაჭრო მარშრუტების გაძლიერებას მოიცავს. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საინვესტიციო გეგმის საერთო ღირებულება 17 მილიარდ ევროს შეადგენს. საქართველოს და ევროკავშირს შორის შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტის სავარაუდო მთლიანი ინვესტიცია კი 2.3 მილიარდ ევროს შეადგენს. ოლივერ ვარჰეი: ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი, რომელიც საქართველოდან ევროპაში მწვანე ენერგიას მიიტანს ოლივერ ვარჰეი: შავი ზღვა ჩვენი გეგმების ცენტრია შავი ზღვის ქვეშ საქართველოდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით ელექტროკაბელის გაყვანის გეგმები უკვე რამდენიმე წელია, განიხილება. „ახალი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს, ელექტროენერგიას უკავშირდება. აზერბაიჯანი ცდილობს თავისი ელექტროენერგიის ექსპორტს მსოფლიო ბაზრებზე", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 24 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტისას. გარდა ამისა, 19 ოქტომბერს რუმინულმა Romgaz-მა და აზერბაიჯანულმა Socar-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც გამოხატავს განზრახვას „შეისწავლოს შავ ზღვაში თხევადი ბუნებრივი გაზის [LNG] წარმოების პროექტის ერთობლივი განვითარების შესაძლებლობა“. ასევე წაიკითხეთ: რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო  

ჩვენ გავაგრძელებთ მოლდოვის, უკრაინის და საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ გზაზე - ოლივერ ვარჰეი

ევროკავშირი გააგრძელებს მოლდოვის, უკრაინის და საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ გზაზე. ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა. მანამდე, ევროკომისიამ 2 თებერვალს გამოაქვეყნა ანალიტიური ანგარიშები, რომლებშიც შეფასებულია უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს შესაძლებლობები, აიღონ ვალდებულებები ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. ანგარიშებში დეტალურად არის გაანალიზებული, რას მიაღწიეს ქვეყნებმა ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) შესაბამისობის კუთხით, რომელიც ევროკავშირის საერთო უფლებების და ვალდებულებების ერთობლიობას წარმოადგენს. ანგარიშები აერთიანებს 2022 წლის ივნისში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ სამი ქვეყნის განაცხადების თაობაზე ევროკომისიის მიერ მიღებულ მოსაზრებებს. მოსაზრებების შესაბამისად, რომლებიც ამ კონტექსტში შესასრულებელი პრიორიტეტების რიგს განსაზღვრავს, ევროპულმა საბჭომ სამ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა, და უკრაინასა და მოლდოვას - კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ანგარიშებში კომისიამ ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) მიახლოების დონე სამი განმცხადებელი ქვეყნის მიერ შევსებული კითხვარების საფუძველზე შეაფასა. ანგარიშებში ასევე გათვალისწინებულია ასოცირების შესახებ შეთანხმებებზე, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებზე (AA/DCFTA) მრავალი წლის განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური დიალოგის ფარგლებში მიღებული აქტუალური ინფორმაცია, ამ შეთანხმებების განხორციელების შესაფასებლად. სამივე განმცხადებელი ერთი და იგივე კრიტერიუმებით, საკუთარი დამსახურების საფუძველზე შეფასდა.  

მივესალმები სადავო კანონის გაწვევის შესახებ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას - ვარჰეი

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ სადავო კანონის გაწვევის თაობაზე მმართველი პარტიის გადაწყვეეტილებას მიესალმება. „მივესალმები მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას არასამათავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით სადავო კანონის გამოწვევის შესახებ. საქართველოს კვლავ შეუძლია, ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს ევროკავშირის გზაზე“, – წერს ოლივერ ვარჰეი. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.  

ვარჰეი: მთავრობის ვალდებულებაა, სრულად უზრუნველყოს სააკაშვილის უფლებები - ევროკავშირი მზადაა, პარტნიორებს დაეხმაროს, მათ შორის სამედიცინო დახმარების კუთხით

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, რომ სრულიად უზრუნველყოს სააკაშვილის უფლებები, როგორც პატიმრისა და ბრალდებულის.  ევროკავშირი მზაობას გამოთქვამს, დაეხმაროს პარტნიორებს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის კუთხით. „ამ პარლამენტმა წინა თვეს ბატონი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიიღო რეზოლუცია. წევრი სახელმწიფოების სახელით [საქართველოს] იუსტიციის სამინისტროს დემარში გადავეცით და ჩვენი მესიჯი ძალიან მკაფიო იყო - საქართველოს მთავრობის კანონიერი ვალდებულებაა, რომ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისად სრულიად უზრუნველყოს სააკაშვილის უფლებები, როგორც პატიმრისა და ბრალდებულის. ევროკავშირი მზად არის ამ საკითხში პარტნიორებს დაეხმაროს, მათ შორის სამედიცინო დახმარების გაწევის მხრივ”, - განაცხადა ვარჰეიმ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.  

ოლივერ ვარჰეი: ქართველების მომავალი ევროკავშირშია

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ქართველების მომავალი ევროკავშირშია. ევროკომისარი აცხადებს, რომ ახლა 12 პრიორიტეტზე მუშაობის გაგრძელებაა საჭირო. “წინა კვირის განმავლობაში ათასობით ქართველმა ისარგებლა უფლებით, მშვიდობიანად გაეპროტესტებინათ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის დამტკიცება. ქვეყნის მასშტაბით ქალები და კაცები ქუჩაში გავიდნენ, ეჭირათ ევროკავშირის დროშები, რათა დემოკრატიისადმი, ევროპული ღირებულებებისადმი და საქართველოს ევროკავშირისკენ გზისადმი მათი ერთგულება გაეხსენებინათ. ამ დემონსტრაციის შემდეგ მმართველმა პარტიამ წინა ხუთშაბათს თავი გადაწყვეტილება დააანონსა, გაეწვია ეს კანონი, რომელიც პარლამენტის მიერ შემდეგ დღეს იქნა ჩაგდებული. ორივე კანონპროექტის გაწვევა გამამხნევებელი და პოზიტიური ნიშანია. ქართველების მომავალი ევროკავშირშია. წინა ივნისს მიცემულმა ევროპულმა პერსპექტივამ ევროპული გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში უფრო ახლო ურთიერთობების კურსი ჩამოაყალიბა, რომელიც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გრძელვადიან თანამშრომლობას ეყრდნობა. ქართველი ხალხის დიდმა უმრავლესობამ, მათი ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი გამოხატა. მთავრობამ მსგავსი გზავნილები გაავრცელა, ახლა კი ადგილზე ქმედებების დროა. რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვაღიარებთ, ახლა ევროკომისიის მიერ ჩამოყალიბებულ 12 პრიორიტეტზე მუშაობის გაგრძელება არის საჭირო - სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერება, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის უმაღლესი სტანდარტების დაკმაყოფილება საკვანძო პრიორიტეტებია”, - განაცხადა ვარჰეიმ IPN-ის ცნობით.

ოლივერ ვარჰეი: საქართველოს სასარგებლოდ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის იმპლემენტაცია უნდა დავაჩქაროთ

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ საქართველოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს, რათა რეფორმების დღის წესრიგი წინ წაიწიოს. „საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ჩვენი საუბრის მთავარი თემა 12 პრიორიტეტის შესრულების გზები იყო. რა საკითხები განიხილეს ევროკომისარმა ვარჰეიმ და ილია დარჩიაშვილმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს, რათა რეფორმების დღის წესრიგი წინ წაიწიოს. საქართველოს სასარგებლოდ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის (EIP) იმპლემენტაცია უნდა დავაჩქაროთ”, - წერს ოლივერ ვარჰეი.  

რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი რთული ვითარების ფონზე, ევროკავშირი საქართველოს სრულად უჭერს მხარს - ოლივერ ვარჰეი

„რეგიონული უსაფრთხოების კუთხით შექმნილი რთული ვითარების ფონზე, ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას“, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში, ევროკომისარი აცხადებს, რომ სხდომის მონაწილეებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, კერძოდ, ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების მდგომარეობაზე იმსჯელეს. საგარეო უწყების ცნობით, 24 აპრილს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ შეხვედრას დაესწრო.შეხვედრაზე ევროკავშირის გაფართოება და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. „შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე, რათა განვიხილოთ რეფორმების პროცესის მიმდინარეობა, განსაკუთრებით, 12 პრიორიტეტის იმპლემენტაცია. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მედეგობის გაძლიერების მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი რთული ვითარების ფონზე“, - წერს ვარჰეი Twitter-ზე. 19 აპრილს. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ევროკომისიისთვის განკუთვნილი ანგარიში გადასცა, რომელიც გაფართოების პაკეტის ფარგლებში, კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესაბამისად პირველად მომზადდა.    

ოლივერ ვარჰეი: საქართველოს ადგილი ევროკავშირშია

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტს ის შესაბამის ფოტოს ურთავს. „ყველა ქართველს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. თავისუფლებისკენ სწრაფვამ გააძლიერათ და მედეგი გაგხადათ. თავისუფლება იმარჯვებს ყველა ბრძოლაში“, - წერს ვარჰეი.  

მთავრობის ადმინისტრაცია: პრემიერმა ვარჰეისთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ოლივერ ვარჰეის მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის განხორციელების დადებით დინამიკასა და სახელმწიფოს ძალისხმევაზე, სრულად შეესრულებინა ევროკავშირის რეკომენდაციები. „ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე და ხაზგასმით აღნიშნა, თუ რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში დაკავშირებადობის ინიციატივებსა და ამ კუთხით საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე. მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მხარს უჭერს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას“, - წერია ინფორმაციაში.  „ნაყოფიერი დისკუსია მქონდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ბრიუსელში. განვიხილეთ 12 პრიორიტეტის შესრულების თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ჩვენ ვაფასებთ კომისრის მხარდამჭერ პოზიციას საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ. ვიმედოვნებთ, რომ წელს საქართველოს მიენიჭება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“, - წერს Twitter-ზე თავის მხრივ, პრემიერი.  

ოლივერ ვარჰეის თქმით, 12 პრიორიტეტის შესრულება უნდა დაჩქარდეს

ევროკავშირი საქართველოს რეფორმების ძალისხმევას მხარს უჭერს. ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს რეფორმების ძალისხმევის მიმართ, პრემიერ-მინისტრთან გამართული დისკუსიის ფოკუსში იყო. ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი Twitter-ზე წერს. ვარჰეი საბჭოს მიერ დასახული 12 პრიორიტეტის განხორციელების დაჩარების მოწოდებით გამოდის, რათა საქართველომ ევროკავშირის გზაზე წინსვლა შეძლოს. „საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“, - წერს ოლივერ ვარჰეი. მთავრობის ადმინისტრაცია: პრემიერმა ვარჰეისთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ბელგიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტს ელიან ტილიეს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები და ყურადღება გაამახვილეს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განმტკიცების შესაძლებლობებზე. შეხვედრაზე დადებითი შეფასება მიეცა ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მჭიდრო პარტნიორობას და ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური, ინვესტიციების, ტურიზმის, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. პრემიერ-მინისტრმა ბელგიის სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტთან შეხვედრისას ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და  ევროკომისიის 12 პრიორიტეტის დიდი ნაწილის შესრულების მიმართულებით. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე და ხაზი გაუსვა წლის ბოლოს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო წელს პირველადაა წარმოდგენილი მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ისეთი მაღალი დონის საერთაშორისო კულტურულ ფესტივალში, როგორიცაა "ევროპალია". ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფესტივალი სრულად ეძღვნება საქართველოს, რაც ბელგიის სამეფოსა და მთლიანად ევროპაში ქვეყნის შესახებ ცნობადობის გაზრდას და საქართველოს ევროპული კულტურის პოპულარიზაციას მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს. ირაკლი ღარიბაშვილმა  საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ელიან ტილიემ საქართველოს დელეგაციას ბელგიის სამეფოს პარლამენტის ისტორიული შენობა დაათვალიერებინა“, - წერია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვარჰეი: გულწრფელად მწამს, რომ საქართველო შეასრულებს საჭირო პირობებს და ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას

მე გულწრფელად მწამს, რომ საქართველო შეასრულებს საჭირო პირობებს და ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას, განაცხადა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ბრიუსელში, საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალიისა“ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. ევროკომისრის თქმით, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები ობიექტურად  იქნება შეფასებული და შედეგებს მოიტანს. „ჩვენ ვიმყოფებით ისტორიულ გზაგასაყარზე. ერთი წლის წინ, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და ამ კონტექსტში, მოხარული ვარ, რომ საქართველოში რეფორმები მიმდინარეობს და გვინდა, ვიხილოთ მდგრადი, წარმატებული პროცესი. გარწმუნებთ, თქვენი დაძაბული სამუშაო, ვალდებულებები, რომელიც აიღეთ, შეფასებული იქნება ობიექტურად და მოიტანს შედეგებს ჩვენი მხრიდან. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა გახლავთ უმთავრესი ინსტრუმენტი, რომელიც დააახლოებს საქართველოსა და ევროკავშირს ყოველ დღე. მილიარდ 200 მლნ ინვესტიციებით, რომლის მობილიზება უკვე მოხდა, ჩვენ ველოდებით ისეთი პროექტების განხორციელებას, როგორიც არის შავი ზღვის ელექტროენერგიისა და ციფრული კაბელი, რომელიც განხორციელდება უახლოეს თვეებში და კიდევ უფრო დაგვაახლოებს. საღამოს ვნახავთ, რა აკავშირებს ქართველებს ერთმანეთთან – ღრმა სიყვარული ქვეყნის მიმართ, საკუთარი ნდობა, საქართველოს სილამაზე და ევროპის სიძლიერე. ასეთი სულისკვეთებით, ყველა პროფესიის ქართველს შეუძლია, საკუთარი მისწრაფებები დაუკავშიროს ერთმანეთს საქართველოს ევროპული მომავლისთვის. მე გულწრფელად მწამს, რომ საქართველო შეასრულებს საჭირო პირობებს შემდეგ წელს და ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. დასკვნისთვის მინდა, მოვუწოდო ყველას, დაესწრონ ყველა ღონისძიებას, რომელიც დაგეგმილია, რადგან საქართველოს ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია და ბევრი რამეც არ ვიცით ევროპაში საქართველოს შესახებ“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. მისივე თანახმად, საქართველო ევროპული ქვეყანაა, თავისი გულითა და სულით, ჩვენ საერთო ფესვები გვაქვს, მე აქ ვდგავარ და ვამბობ, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ევროკომისარი  დამსწრე საზოგადოებას ქართულად მიესალმა. „ჩემთვის დიდი პატივია, დღეს თქვენთან ერთად ვიმყოფებოდე და თქვენთან ერთად აღვნიშნო საქართველოს დამოუკიდებლობა. „ევროპალიის“ ფესტივალი ეძღვნება საქართველოს. ეს არის ბრწყინვალე შესაძლებლობა, გამოვიკვლიოთ საქართველოს ბრწყინვალე წარსული, მდიდარი კულტურა, ტრადიციები, თანამედროვე ხელოვნება და ასევე, დავინახოთ საქართველოს უახლოესი მომავალი. მქონდა პრივილეგია, რამდენჯერმე ჩამოვსულიყავი თქვენს ბრწყინვალე ქვეყანაში. ჩემი მანდატის დასაწყისიდან, ყველაზე მეტად მაკვირვებდა, როდესაც საქართველოში ჩამოვდიოდი, ეს გახლავთ ტრადიცია და სტუმართმასპინძლობა. ისეთი რამ, რაც დღეს ჩანს და რაზეც შეგვიძლია, ჩვენი საერთო მომავალი ავაშენოთ. ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა საქართველოს წარსული აღვნიშნოთ, მაგრამ ჩვენი მზერა მიპყრობილია მომავლისკენ. საქართველო ფუნდამენტურად ევროპული ქვეყანაა, თავისი გულითა და სულით. ჩვენი საერთო ფესვები და მემკვიდრეობა უბრუნდება ბერძენთა და რომაელთა დროს, ღირებულებები კი, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ, გვაკავშირებს ევროპულ ოჯახთან. მე აქ ვდგავარ და ვამბობ, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ვარჰეი: წინა კვირას, ბრიუსელში შევხვდი საქართველოს პრემიერს და ეს იყო გზავნილი - თქვენ იცით, რა არის საჭირო, ასე რომ, შეასრულეთ ეს

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის შეფასებით, ევროკავშირის გაფართოება არამხოლოდ დღის წესრიგში დაბრუნდა, არამედ, თემების ტოპ-სამეულში შედის, განხილვების ლიდერია. აქედან გამომდინარე, დღეისთვის ვინმეს თუ სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი, ახლა არის ეს მომენტი. ვარჰეის თქმით, ევროპული პერსპექტივა მკაფიო და ძლიერი სიგნალია საქართველოსთვის, რომელიც ქვეყანამ უნდა გამოიყენოს. „ჩემი გრძნობა დღევანდელი საუბრიდან, ასევე წინა საუბრებიდან, მაგალითად, დეკემბერში, არის ის, რომ ახლა ევროკავშირის საბჭოს და წევრი სახელმწიფოების მხრიდან გულწრფელი ჩართულობაა. და გაფართოება არამხოლოდ დღის წესრიგში დაბრუნდა, არამედ თემების ტოპ-სამეულში შედის, განხილვების ლიდერია. ასე რომ, დღეისთვის თუ ვინმეს ევროკავშირში შესვლა სურს, ახლა არის მომენტი და დაიჭირეთ ის, გამოიყენეთ შესაძლებლობა. გამიმართლა, რომ წინა კვირას ბრიუსელში პრემიერ-მინისტრს [ღარიბაშვილს] შევხვდი და ეს იყო მესიჯი - თქვენ იცით, რა არის საჭირო, ასე რომ, შეასრულეთ ეს! გააკეთეთ, ვინაიდან ეს უნიკალური შესაძლებლობაა, ყველამ მაქსიმალურად უნდა ისარგებლოს ამით. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ ამ მიზნამდე მისვლაში, მაგრამ კრიტერიუმები ყველას მიერ უნდა იქნას დაკმაყოფილებული. ასე რომ, ჩემი რეკომენდაცია საქართველოს მთავრობისადმი არის ის, რომ ყველა მიმართულებით დააჩქარონ სამუშაო, რათა ოქტომბერში შესრულებული ანგარიში გვქონდეს საქართველოზე, უკრაინაზე, მოლდოვაზე. ჩვენ მზად ვართ, როდესაც საქმე გაკეთებული იქნება“, - განაცხადა ვარჰეიმ. „წინა კვირას, ბრიუსელში შევხვდი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს და ეს იყო მესიჯი - თქვენ იცით, რა არის საჭირო, ასე რომ, შეასრულეთ ეს! - აღნიშნა ევროკომისარმა. ევროკომისიის ზეპირი მოხსენება: რა რეკომენდაციები არ შეუსრულებია საქართველოს  

ევროკომისარმა განმარტა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ პრიორიტეტების სრულად შესასრულებლად

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის შეფასებით, საქართველომ დეოლიგარქიზაციის ნაწილში შეზღუდულ პროგრესს მიაღწია, მედია პლურალიზმის მიმართულებით კი, საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს. ევროკომისიის ზეპირი მოხსენება ოფიციალურად ცნობილია ევროკომისარმა ვარჰეიმ პრესკონფერენციაზე წარადგინა ზეპირი მოხსენება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ასრულებენ საქართველო უკრაინა და მოლდოვა მათთვის განსაზღვრულ რეკომენდაციებს. „დეოლიგარქიზაციის მიმართულებით საქართველომ მიაღწია შეზღუდულ პროგრესს. ამ მიმართულებით ვენეციის კომისიამ თავის უკანასკნელ რეკომენდაციაში, რომელიც ივნისში გამოქვეყნდა, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული არსებული ფორმით და აქედან გამომდინარე, მე მივესალმები გუშინ და გუშინწინ მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ეს კანონპროექტი არ იქნება მიღებული. ახლა საქართველო უნდა კონცენტრირდეს კანონის მიღებაზე, რომელიც ჩამოაყალიბებს სისტემურ მიდგომას, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, მათ შორის, კონკურენციის პოლიტიკისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესების გაძლიერების მიმართულებით. რაც შეეხება მედია პლურალიზმისა და მედია მფლობელების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების სტანდარტებს, საქართველომ ვერ მიაღწია ვერანაირ პროგრეს. იმისთვის, რომ ეს პუნქტი შეასრულოს, საქართველომ მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილები უნდა შეიტანოს ევროპული საბჭოს მოსაზრების შესაბამისად და უნდა უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება, ამასთან უნდა გაზარდოს როგორც ჟურნალისტების, ასევე, მედია ორგანიზაციების მფლობელების დაცულობა და თავისუფლება“, - განაცხადა ვარჰეიმ. „ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება გადადო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მოგვიანებით განმარტა, რომ საქართველომ სასამართლო რეფორმა უნდა წარუდგინოს ვენეციის კომისიას მეორე დასკვნისთვის, რათა მიიღოს უფრო ფართო რეფორმა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით და საბოლოოდ დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი არამოსამართლე წევრები. ვარჰეის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ ასევე უნდა უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებელი ფუნქციონირება და უნდა განაახლოს კონსტრუქციული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან. „ასევ, უნდა ვისაუბროთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ამ პუნქტის სრულად შესასრულებლად, ქართლმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ ანტიკორუფციული ბიურო მუშაობდეს დამოუკიდებლად და რომ ვენეციის კომისიასთან მიმდინარეობს კონსულტაციები კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ, ასევე, ვთხოვთ საქართველოს, გადაეხედოს თავის გადაწყვეტილებას, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელიდან გასვლასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, საქართველომ წინ წაწია თავისი თანამშრომლობა ევროპოლთან და წევრ ქვეყნებთან. ახლა საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს ევროკომისიის სახელმძღვანელოს ყველა რეკომენდაცია. რაც შეეხება მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვას, საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ ადამიანის უფლებების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა მომზადებულია ინკლუზიური გზით და უნდა უზრუნველყოს LGBTQI ჯგუფის წევრების შეკრებისა და დაცვის უფლება. ასევე, რაც შეეხება სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საქართველომ უნდა განაახლოს კონსტრუქციული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან და დანერგოს რეგულარული და გამჭვირვალე კონსულტაციები“,- განაცხადა ევროკომისარმა ვარჰეიმ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა „ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება გადადო 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.  

ვარჰეი: მინისტრმა დარჩიაშვილმა დამარწმუნა, რომ 12 პრიორიტეტზე პროგრესი სწორი გზით მიმდინარეობს - მნიშვნელოვანია სამუშაოს დაჩქარება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვია, რომლის დროსაც შეხვედრები გამართა ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ოლივერ ვარჰეისთან და ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან, გერტ იან კოპმანთან. საგარეო უწყების თანახმად, ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეფასება და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგის განხილვა და სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრა. „აღინიშნა საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის კონტექსტში, რაც აისახა როგორც ქვეყნის მიერ მომზადებულ ანგარიშში, ასევე ევროკომისიის ზეპირ შეფასებაში. მხარეებმა მიმოიხილეს ევროკომისიის 12 პრიორიტეტის განხორციელების კუთხით არსებული პროგრესი. დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით, რაც ემსახურება სწორედ 12 პრიორიტეტის შესრულებას. მხარეებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ყველა მიმართულებას და ამ მხრივ მიმდინარე წლის მაღალ დინამიკას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სექტორული და ეკონომიკური ინტეგრაციის მხრივ გადადგმულ ნაბიჯებს და სამომავლო გეგმებს. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს და ქვეყნის სტრატეგიულ ფუნქციას დაკავშირებადობის თვალსაზრისით, დადებითად შეფასდა შუა დერეფნის კონცეფციის ფარგლებში სატრანზიტო მიმართულებით განხორციელებული პროექტები. შეხვედრებზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გეოპოლიტიკურ გამოწვევებს. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე შემდგომი პროგრესისთვის. დადებითად შეაფასეს მხარეთა შორის არსებული მჭიდრო მაღალი დონის კონტაქტები და გამოთქვეს იმედი, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში სათანადოდ იქნება ასახული ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები და არსებული პროგრესი,“ - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. თავის მხრივ, ვარჰეის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დაარწმუნება, რომ ევროკომისიის პრიორიტეტებზე მუშაობა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს. „ევროკავშირის გზაზე საქართველოს პროგრესი განვიხილეთ. მინისტრმა დარჩიაშვილმა დამარწმუნა, რომ 12 პრიორიტეტზე პროგრესი სწორი გზით მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია 2023 წლის გაფართოების ანგარიშამდე ამ სამუშაოს გაგრძელება და დაჩქარება,” - წერს ოლივერ ვარჰეი Twitter-ზე.  

ოლივერ ვარჰეი: მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები

ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი აგვისტოს ომთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას.   „15 წელი! 2008 წელის აგვისტოში მოხდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია. მას შემდეგ საქართველო ცხოვრობს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ძლიერი სამხედრო წარმომადგენლობის საფრთხის პირობებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები“, – წერს ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი. 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე  

ვარჰეი: ევროკავშირის გაფართოება არა ვადების, არამედ ნების, ასევე ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან დაპირების შესრულების საკითხია

სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის შეფასებით, ევროკავშირის გაფართოება არა ვადების, არამედ ნების, ასევე ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან დაპირების შესრულების საკითხია. ოლივერ ვარჰეის ესპანეთის ქალაქ ტოლედოში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყების წინ ჰკითეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. „თუკი ეს არის საბჭოს გზავნილი, რომ საბჭოს სურს, გადადგას საბოლოოდ დიდი ნაბიჯი გაფართოებისკენ, ეს მისასალმებელი ამბავია. რა თქმა უნდა, ევროკომისია ყოველთვის მზადაა, წარადგინოს ინიციატივა, რომელიც ჩვენ იქამდე მიგვიყვანს. არ ვფიქრობ, რომ ეს არის ვადების საკითხი, ვფიქრობ, ეს უფრო ნებისა და, რა თქმა უნდა, დაპირების შესრულების საკითხია – ევროკავშირის მხრიდან, ასევე დასავლეთ ბალკანეთში ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ან სხვა სამი კანდიდატი ქვეყნის მხრიდან. ევროკომისია მზად არის, წარადგინოს ინიციატივა ამ მიზნის მისაღწევად და ამას თქვენ უკვე ოქტომბერში ნახავთ, როდესაც ჩვენ გვსურს, წარვადგინოთ არსებითი წინადადებები, მათ შორის, ზრდის გეგმა, რომელიც პრეზიდენტმა უკვე განმარტა ბრატისლავაში, რომ ჩვენ დავაჩქარებთ არა მხოლოდ ინსტიტუციურ, არამედ რეალურ ინტეგრაციასაც, ევროკავშირში ხალხისა და ეკონომიკების რეალურ ინტეგრაციას,“ – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. რომელი ქვეყნები არიან ყველაზე მეტად დაახლოებული ევროკავშირთან და რომელი ქვეყნები გაწევრიანდებიან ევროკავშირში პირველი, ამ შეკითხვის საპასუხოდ, ვარჰეიმ აღნიშნა, რომ ყველაზე ახლოს ისინი არიან, რომლებიც პირველები შეასრულებენ პირობებს. „ამდენად, მოვუწოდებ ყველა მათგანს, დააჩქარონ თავიანთი სამუშაო. ვფიქრობ, ახლა ყველა მათგანს აქვს ყველაფერი და მათ ყველაფერი ექნებათ მაგიდაზე ოქტომბერში. ვიმედოვნებ, ამ ევროპული შეთავაზებით დაინტერესებული იქნება არამხოლოდ ერთი, არამედ ყველა მათგანი,“ – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. „გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ისინი დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს. ამდენად, გაფართოება არ არის ოცნება, წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელია,“ - განაცხადა შარლ მიშელმა. მისი განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. 29 აგვისტოს, ამასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილეს. დანა სპინანტმა განმარტა, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკომისიისთვის პოლიტიკური პრიორიტეტია. „ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია” და კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ,“ - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ეხმარება კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში. ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე.“ ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.

ოლივერ ვარჰეი: გაფართოებასთან დაკავშირებით ოქტომბერში მნიშვნელოვან წინადადებებს წარვადგენთ

გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოება 2030 წლისთვის შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატები და თავად ბლოკი ძალისხმევას გაორმაგებენ. ვარჰეის თქმით, ევროკომისია ოქტომბერში, გაფართოებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი წინადადებების გაკეთებას გეგმავს. „ყოველთვის არსებობდა კითხვა: გვინდა თუ არა ამის გაკეთება? და ევროსაბჭოსგან პირველად მესმის, რომ მათ ამის გაკეთება სურთ - ეს მისასალმებელია,“ - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ EURACTIV-თან ინტერვიუში. მას ჰკითხეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნები, ისევე როგორც ევროკავშირი, 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა იყვნენ. კითხვას, თუ რამდენად შესაძლებელია ეს? - ოლივერ ვარჰეიმ უპასუხა, რომ „ყველაფერი შესაძლებელია, რისი გაკეთებაც ევროკავშირს სურს", მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონკრეტული ვადების დაჟინებით მოთხოვნა არ უნდა მოხდეს. „არ მგონია, ეს თარიღების საკითხი იყოს. ეს არის [პოლიტიკური] ნების საკითხი და შესრულების საკითხი. შესრულება ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ასევე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან დასავლეთ ბალკანეთის ან სხვა სამი კანდიდატი ქვეყნის (უკრაინა, მოლდოვა და საქართველო) მხრიდან. 2030 წელს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ეს რომ მოხდეს, ნიშნავს, რომ ჩვენ ყველამ - ევროკავშირის ყველა ინსტიტუტმა, ყველა წევრმა ქვეყანამ და ყველა კანდიდატმა ქვეყანამ  უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა იქამდე მისასვლელად. მზად ვართ, გამოვიდეთ თამამი წინადადებებითა და ახალი იდეებით,“ - აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ. მისი თქმით, გაფართოების გეგმა, რომელიც მომავალ თვეში იქნება წარმოდგენილი, დააჩქარებს კანდიდატების ევროკავშირში ინტეგრაციას. „ეს გეგმა დააჩქარებს ამ ქვეყნების არა მხოლოდ ინსტიტუციურ, არამედ რეალურ ინტეგრაციას ევროკავშირში. ის მოიცავს ყველაფერს, დაწყებული რეფორმებიდან კანონის უზენაესობის, დემოკრატიის, ეკონომიკური რეფორმებისა და ინტეგრაციის სფეროში, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას, დამთავრებული ფინანსური მხარდაჭერით, რაც ასევე მნიშვნელოვანია, რათა აღმოიფხვრას განვითარებაში ხარვეზები სანამ ეს ქვეყნები ევროკავშირის წევრები გახდებიან," - აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ. მან ამ თემაზე კომენტარი გუშინაც გააკეთა. ბორელი ევროკავშირში გაწევრიანების თარიღის დათქმის იდეით გამოდის: გაფართოებამ შეიძლება, ათი ახალი წევრის მიღება გამოიწვიოს შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. „გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ისინი დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს. ამდენად, გაფართოება არ არის ოცნება, წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელია,“ - განაცხადა შარლ მიშელმა. მისი განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. 29 აგვისტოს, ამასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილეს. დანა სპინანტმა განმარტა, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკომისიისთვის პოლიტიკური პრიორიტეტია. „ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია” და კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ,“ - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ეხმარება კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში. ევროკომისიას Europetime-მა კითხვით მიმართა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზავნილია ეს მაგალითად, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინშია.  „რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისია მზადაა, რეკომენდაცია გაუწიოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ, რაც შესრულდება კომისიის დასკვნაში განსაზღვრული პრიორიტეტები საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით. შემდეგი გაფართოების პაკეტის ნაწილია ის, რომ ევროკომისია წარადგენს პროგრესის შესახებ ანგარიშს, რომელიც სავარაუდოდ, შემოდგომაზე გამოქვეყნდება,“ - განუცხადა Europetime-ს ევროკომისიის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე.“ ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.

ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, მუშაობის დაჩქარებისკენ მოუწოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ოლივერ ვარჰეისთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულებას. მინისტრმა ევროკომისარს გააცნო, რა სამუშაო გასწია ქართულმა მხარემ უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტისას განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულების კუთხით და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყანა მაქსიმალურად უზრუნველყოფს შემდგომ პროგრესს ამ მიმართულებით. „ევროკომისარი მიესალმა ქართული მხარის ძალისხმევას, განსაკუთრებით, იმ ნაბიჯებს, რომლებიც ბოლო პერიოდში გადაიდგა რეკომენდაციათა იმპლემენტაციის მიმართულებით და გამოთქვა მზადყოფნა განაგრძოს მჭიდრო კოორდინაცია საქართველოს მთავრობასთან,“ - აცხადებენ საგარეო უწყებაში. „კონსტრუქციული შეხვედრა მქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, საქართველო მუშაობს 12 პრიორიტეტის შესასრულებლად, განსაკუთრებით დეოლიგარქიზაციის, სასამართლო სისტემის და კორუფციის მიმართულებით. მოვუწოდებ საქართველოს, დააჩქაროს მუშაობა მიმდინარე ღონისძიებებზე,“ - დაწერა თავის მხრივ, ვარჰეიმ Twitter-ზე. ამასთან, ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში გამართული ვიზიტი შეაფასა. მისი განცხადებით, ევროკომისიის მიერ დასახული პრიორიტეტების შესრულების თვალსაზრისით, საქართველომ კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებს მიაღწია. მან აღნიშნა, რომ ევროკომისრებთან შეხვედრებზე  ძირითადი ყურადღება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების კუთხით ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე გამახვილდა. „ჩვენთვის რეფორმების დღის წესრიგი არის პრიორიტეტი ნომერი ერთი, ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას, რათა მივაღწიოთ საბოლოო მიზანს - ჩვენი ქვეყნის საბოლოო წევრობას. ეს არის რთული, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზა,“ – განაცხადა დარჩიაშვილმა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, მას საინტერესო შეხვედრები ჰქონდა ევროკომისრებთან, მათ შორის, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან. შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდასაჭერად  ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობა. „ვისაუბრეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, მათ შორის, თუ როგორ უნდა მოხდეს კომისრების კიდევ უფრო მეტად მობილიზება ჩვენი მხარდაჭერის მიმართულებით,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა. მინისტრის თქმით, ბრიუსელში მის ვიზიტს წინ უძღოდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ოფიციალური ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც   დადებითაც შეფასდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმართულებები და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი. დარჩიაშვილის თქმით, 25-26 სექტემბერს ბრიუსელში გამართული სამუშაო შეხვედრები სწორედ ჯოზეფ ბორელის ოფიციალური ვიზიტის გაგრძელებაა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს სამუშაო ვიზიტით 25-26 სექტემბერს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარომადგენლებსა და ევროკომისრებს შეხვდა. კერძოდ, გაიმართა შეხვედრები  ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ღირებულებებისა და  გამჭვირვალობის საკითხებში, ვერა იუროვასთან, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან, ოლივერ ვარჰეისთან, შინაგან საქმეთა საკითხებში ევროკომისართან, ილვა იოჰანსონთან, ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისართან კადრი სიმსონთან. ბრიუსელში ვიზიტისას, ასევე შედგა ილია დარჩიაშვილის შეხვედრა ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან, ხერტ იან კოპმანთან. რა საკითები განიხილა ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე ხერტ იან კოპმანი: რეფორმების განხორციელება კვლავ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული დღის წესრიგისთვის

ევროკომისარი: გაფართოებაზე ახალ ხედვას და პაკეტს წარვადგენთ

გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს დამატებით თანხებსა და ბაზარზე წვდომას შესთავაზებს.  როგორ მან 28 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხსენებული შეთავაზება ჯამში 10 ქვეყანას შეეხება, 8 კანდიდატის სტატუსის მქონეს (ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, თურქეთი და უკრაინა) და 2 ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყანას (საქართველო და კოსოვო). „მომდევნო კვირების განმავლობაში დაინახავთ გაფართოებაზე ჩვენს ახალ ხედვას და პაკეტს, რომელიც ახლა მოიცავს 10 კანდიდატ ქვეყანას ან ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყანას”, - განაცხადა ვარჰეიმ. ვარჰეის თქმით, ამ სქემით აღნიშნული ქვეყნები სრულფასოვან წევრობამდე ევროპულ ბაზარსა და ევროკავშირის ოთხ თავისუფლებაზე - საქონლის, მომსახურების, შრომისა და კაპიტალის თავისუფალ მიმოქცევაზე - თანდათანობით წვდომას მოიპოვებენ. „გვსურს ამ ქვეყნების ჯერ კიდევ გაწევრიანებამდე ერთიან ბაზარში, ოთხ თავისუფლებაზე - თანდათანობითი ინტეგრირების შესაძლებლობა შევქმნათ, ვინაიდან, ეს მომგებიანი იქნება ევროკავშირისა და კანდიდატი ქვეყნებისთვის”, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. ვარჰეის თქმით, ევროკომისიის წინადადება ევროკავშირისგან კანდიდატი ქვეყნებისთვის დამატებით თანხმებსაც მოითხოვს, რათა გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების დაჩქარება შეძლონ. ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ. ჯოზეფ ბორელი: 12 პრიორიტეტიდან 9 შესასრულებელია - ევროპის გზაზე შემდგომი ნაბიჯები დამსახურებაზე იქნება დამოკიდებული

ევროკავშირი განმარტავს, რომ პალესტინის დახმარება არ შეჩერებულა

ევროკავშირი განმარტავს, რომ პალესტინისთვის დახმარება არ შეჩერებულა. Associated Press-ის ცნობით, ბლოკი განმარტავს, რომ სასწრაფოდ გადახედავს ასეთ დახმარებას „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმების ფონზე, რათა დარწმუნდნენ, რომ ფული ბოროტი მიზნებისთვის არ იქნება გამოყენებული. „ამჟამად გადახდები არ შეჩერდება”, ნათქვამია ევროკომისიის მოკლე განცხადებაში მას შემდეგ, რაც ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ პალესტინელებისთვის განვითარების პროგრამიდან ყველა გადახდა „დაუყოვნებლივ შეჩერდება.” განხილვის პროცესშია ყველა პროექტი. ყველა ახალი საბიუჯეტო წინადადება… გადაიდო შემდგომ შეტყობინებამდე.“ ესპანეთმა, პორტუგალიამ და ლუქსემბურგმა ევროკაბშირის მიერ პირვანდელი განცხადების გავრცელების შემდეგ უკმაყოფილება გამოთქვეს. ევროკავშირი პალესტინის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური მხარდამჭერია და 2021-2024 წლებში 1.18 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პროგრამა იყო გათვალისწინებული.  

პრემიერ-მინისტი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესზე იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ოლივერ ვარჰეის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „პრემიერ-მინისტრმა ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ 12 პრიორიტეტით გათვალისწინებული რეფორმების შესასრულებლად, საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა სათანადოდ აისახება ევროკომისიის ანგარიშში და ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები და ის რეფორმები, რომლებიც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განახორციელა ქვეყანამ. ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. ირაკლი ღარიბაშვილმა და ოლივერ ვარჰეიმ უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე მოსაზრებები გაცვალეს. პრემიერ-მინისტრმა ევროკომისარს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. თავის მხრივ, შეხვედრასთან დაკავშირებით, Twitter-ზე წერს ირაკლი ღარიბაშვილი. „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან. განვიხილეთ საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წინსვლა. საქართველო აძლიერებს კავშირებს ევროკავშირთან და მოუთმენლად ელის გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით,“ - აღნიშნავს პრემიერი. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. სავარაუდოდ, 8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.

ოლივერ ვარჰეი: საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ყველა მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ყველა მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. „კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. შევაფასეთ 12 ძირითადი პრიორიტეტის შესრულებისთვის საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა, რაც აისახება გაფართოების ანგარიშში. ქვეყნის ძალისხმევა კარგად იქნა მიღებული. საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ყველა მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე," - წერს ოლივერ ვარჰეი. პრემიერ-მინისტი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა  

ოლივერ ვარჰეი თამაზ გინტურის მკვლელობაზე: უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რათა დამნაშავეები გამოვლინდნენ

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რომ დადგინდეს დამნაშავეების ვინაობა, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მთავრობას,“ - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მან საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მსგავსი ინციდენტი „შემაშფოთებელია“. „ვაკვირდებით იმ მოვლენებს, რასაც ადგილი ჰქონდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რა თქმა უნდა, შემაშფოთებელი ინფორმაციაა, რომ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველო ხელისუფლება აკონტროლებს, ამგვარი ინციდენტი მოხდა. უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რომ დადგინდეს დამნაშავეების ვინაობა, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მთავრობას,“ - აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. „არ მთავრდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე, ამას ჰქვია “რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა.“ ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება საუკუნეების განმავლობაში. ვუყურებთ რუსეთის აგრესიას, მის განცხადებებს რომ ვითომ არის ერთსულოვანი და ჩვენი მეგობარი,“ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 7 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა გაიმართა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“

ვარჰეი დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ: განვიხილეთ რეფორმების მდგომარეობა, მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვა პროცესში

ილია დარჩიაშვილმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ, ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრა გამართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და გატარებული რეფორმები, როგორ საკანონმდებლო ისე ინსტიტუციურ დონეზე. აღინიშნა ქართული მხარის მიერ გაწეული ძალისხმევა და მიღწეული შედეგები. საუბარი შეეხო ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომელიც საქართველოს განესაზღვრა 2023 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით. ილია დარჩიაშვილმა ევროკომისარს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელიც ემსახურება ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესრულებას. საუბრისას, აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს ევროკავშირის მხარესთან აღნიშნული ამოცანების შესრულების კუთხით. ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა ელოდება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. „მხარეებმა ასევე ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის შესახებ. განიხილეს ამ ფორმატში არსებული თანამშრომლობის და ზოგადად ფორმატის სამომავლო განვითარების პერსპექტივები. ამასთან, საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის, ყურადღება დაეთმო სექტორულ ინტეგრაციას და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. „განვიხილეთ ევროკავშირის გზაზე საქართველოსთვის საჭირო რეფორმების მდგომარეობა. მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვა პროცესში,“ წერს თავის მხრივ, ოლივერ ვარჰეი (ყოფილი Twitter-ი). ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში და შეხვედრებს მართავს ევროკომისრებსა და ევროპელ კოლეგებთან. 8 ნოემბერს ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები. მანამდე, დღეს, 11 დეკემბერს ბრიუსელში შეიკრიბნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და წინასწარი კონტურები სწორედ დღეს უნდა გამოიკვეთოს.

ევროკომისარი ვარჰეი: საქართველოს უნდა მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო და ევროპულ საკითხთა მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ საბჭოს დასკვნითი გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეს მიიღეს, არის ფუნდამენტური გაფართოების პოლიტიკის ნებისმიერი პროგრესისთვის, ასევე, გაფართოების წინსვლისთის. მისივე შეფასებით, ეს არის გადამწყვეტი წელი ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისთვის. „მოხარული ვარ, რომ ჩვენ შევძელით არამხოლოდ საბჭოსთვის წინადადების წარდგენა, არამედ, ასევე გადაწყვეტილებებია მიღებული. ვფიქრობ, საბჭოს დასკვნამ დიდწილად დაადასტურა ყოვლისმომცმველი ანგარიში, რომელიც წარვუდგინეთ საბჭოს 10 კანდიდატ ქვეყანასთან დაკავშირებით. პირველად ჩვენ გვაქვს 10 ქვეყანა, რომელთა შესახებაც ანგარიში მოვამზადეთ. ვფიქრობ, რომ ჩვენი ანგარიშები და რეკომენდაციები ქვეყნების დამსახურებებთან დაკავშირებით გათვალისწინებული იყო საბჭოს მიერ. ეს ასევე აჩვენებს, რომ სამუშაო, რომელიც შესრულდა საბჭოსთან ერთად, შედეგებს იღებს. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ უნდა ვნახოთ, როგორ იქნება ეს ასახული ლიდერების სტრატეგიულ გადაწყვეტილებაში, რომელსაც ყველა ველოდებით ამ კვირაში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი ასევე შეთანხმდებიან, რაც იქნება ძლიერი გზავნილი, რომელიც დაადასტურებს დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივისადმი ვალდებულებას,“ – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. ვარჰეის თქმით, საქართველომ გრძელი გზა გაიარა, საქართველომ და საქართველოს მთავრობამ სამუშაო შეასრულეს, ამიტომ, საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ვარჰეის თქმით, მისი გზავნილი საქართველოს ხალხისა და მთავრობისადმი არის, რომ გააგრძელონ მუშაობა, რადგან ეს არის საუკეთესო რეცეპტი წარმატებისთვის. „ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც ლიდერებმა თავად უნდა მიიღონ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი წინადადებები ძალიან მკაფიოა. ვფიქრობთ, რომ საქართველომ გრძელი გზა გაიარა. საქართველომ და საქართველოს მთავრობამ სამუშაო შეასრულეს, ამიტომ, საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ვნახავთ, ამას ევროპული საბჭო თუ დაადასტურებს. ჩემი გზავნილი საქართველოს ხალხისა და საქართველოს მთავრობისადმი იქნება – გააგრძელეთ მუშაობა. ეს არის საუკეთესო რეცეპტი წარმატებისთვის,“ – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 8 ნოემბერს ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები.  

ევროკომისარი ვარჰეი: მომდევნო კვირებსა და თვეებში, ფოკუსი გაიზრდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს შესაბამისობაზე

ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ „ელჩების კონფერენცია 2023-ზე“ განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი დონორია, ყოველწლიური პროგრამებით გამოყოფს 100 მილიონ ევრომდე, რათა საქართველო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს. მან აღნიშნა, რომ მომდევნო კვირებსა და თვეებში, ფოკუსი გაიზრდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან ქვეყნის შესაბამისობაზე. ევროკავშირს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმისა და მისი საფლაგმანო პროექტების დაჩქარება სურს. „ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით, არ არის საჩუქარი, არამედ ესაა თქვენი, თქვენი ხალხისა და თქვენი მთავრობის მიერ არაერთი თვის განმავლობაში გაწეული შრომის შედეგი. ჩვენი მხრიდან, გავაგრძელებთ ამ საოცარ გზაზე თქვენს დახმარებასა და ხელშეწყობას. უკვე ამ დროისთვის ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი დონორია. ჩვენ ჩვენი ყოველწლიური პროგრამებით გამოვყოფთ 100 მილიონ ევრომდე, რათა საქართველო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს. მომდევნო კვირებსა და თვეებში, ფოკუსი გაიზრდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან ქვეყნის შესაბამისობაზე. უფრო მეტიც, ჩვენს გვსურს, დავაჩქაროთ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმისა და მისი საფლაგმანო პროექტების ამოქმედება. გეგმის ფარგლებში, ჩვენ უკვე მოვახდინეთ 1,8 მილიარდი ევროს მობილიზება სესხების, გარანტიების, გრანტებისა და საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით. აღნიშნული გეგმა მოიცავს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებს, ასევე, 20 მილიონი ევროს საინვესტიციო გრანტს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელისთვის. ორივე მათგანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის კავშირების გასაძლიერებლად. მე ასევე მოხარული ვარ, რომ აღნიშნული გეგმის ფარგლებში ჩვენ დავეხმარეთ 65 000-ზე მეტ ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს, რათა სრულად მიეღოთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის სარგებელი,“ – განაცხადა ვარჰეიმ. ევროკომისრის განცხადებით, რეფორმების მტკიცე კურსის გაგრძელებით, საქართველო კიდევ უფრო მეტად ისარგებლებს იმ ეკონომიკური შესაძლებლობებით, რომლებიც პარტნიორობამ შეიძლება, იქონიოს. „თუმცა, ევროკავშირი ბევრად მეტია, ვიდრე წარმატებული ეკონომიკური პარტნიორობა. ის ასევე წარმოადგენს მშვიდობის პროექტს, რომელიც ისე, როგორც არავინ იცავს დემოკრატიასა და თავისუფლებას. გვწამს, რომ თქვენ საკუთარ წვლილს შეიტანთ ამ პროექტში და იქნებით მისი ნაწილი. 2024 წელი იქნება მორიგი გადამწყვეტი წელი. თქვენი ქვეყანა ჩაატარებს არჩევნებს და გეოპოლიტიკური გამოწვევებიც, სავარაუდოდ, არ იკლებს. ამავდროულად, საჭირო მონდომებითა და კომისიის გაფართოების ანგარიშში განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესრულებით, ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის გზაზე საქართველოსთან მუშაობას. საქართველო ეკუთვნის ევროპულ ოჯახს. ამრიგად, ნება მომეცით, გისურვოთ წარმატებული და ნაყოფიერი 2024 წელი, რომელიც უფრო მეტად დაგვაახლოებს. გისურვებთ ბედნიერ შობას,“ – განაცხადა ვარჰეიმ.  

ევროკომისარი ვარჰეი: საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, პროგრესს განაგრძობს, ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოების გზაზე პროგრესს განაგრძობს. ამის შესახებ ვარჰეი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, ევროკავშირის გაფართოების გზაზე პროგრესს განაგრძობს. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ოთარ შამუგიასთან სოფლის მეურნეობასა და მწვანე ეკონომიკის კუთხით ევროკავშირთან თავსებადობა განვიხილეთ. ეს საკვანძო სფეროებია საქართველოს ევროკავშირის გზაზე. ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება,” - წერს ვარჰეი.  

ევროკომისიამ 50 მილიარდი ევროს დახმარების ფარგლებში, უკრაინისთვის პირველი ტრანშის გადაცემის შესახებ გამოაცხადა

ახალი 50 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსური მხარდაჭერის პირველი ტრანში უკრაინას მარტის დასაწყისში გადაეცემა. სამეზობლობ პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის თქმით, შემდგომი დახმარება კიევში რეფორმების პროგრესით არის განპირობებული. მისი თქმით, უკრაინას დახმარება სჭირდება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება შეერთებულ შტატებში. ამ გზით ევროკავშირი დაუბრუნდება გზას და დაეხმარება უკრაინას, გაუმკლავდეს ფინანსურ სირთულეებს. ვარჰეი ამბობს, რომ ევროკავშირის დაფინანსება მხოლოდ დახმარება არ არის. ევროკავშირის დაფინანსება ეფუძნება პირობებსა და შედეგებს. „ასე რომ, არსებითად, ევროკავშირს ახლა სჭირდება სანდო გეგმა, რეფორმის გეგმა უკრაინისგან. ყველაფერი თითქმის მზადაა,“ აცხადებს ვარჰეი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია. პირველ თებერვალს ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. 5 თებერვალს, ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას უკრაინის აღდგენისა და მოდერნიზაციის მხარდასაჭერად ახალი ინსტრუმენტის, უკრაინის მექანიზმის შექმნის შესახებ. დოკუმენტს ევროპარლამენტი 2024 წლის 26-29 თებერვალს დაგეგმილ პლენარულ სესიაზე დაამტკიცებს.უ კრაინა მარტში 4,5 მილიარდ ევროს პირველ ტრანშს მიიღებს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას სურს, მიიღოს 18 მილიარდი ევრო პროგრამის პირველი ორი წლის განმავლობაში.  

ევროკომისარი ვარჰეი: შევთანხმდით საქართველოსთან, დავაჩქაროთ ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის შესრულება

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ ევროკავშირის-საქართველოს საბჭოს მერვე სხდომაზე განიხილება ევროპული საბჭოს 2023 წლის დეკემბრის გადაწყვეტილების შემდგომი ეტაპი. „დღეს ევროკავშირის-საქართველოს საბჭოს მერვე სხდომაზე ჩვენ განვიხილავთ ევროპული საბჭოს 2023 წლის დეკემბრის გადაწყვეტილების შემდგომ ეტაპს. საჭიროა, შესრულდეს გაფართოების შესახებ 2023 წლის ანგარიშის რეკომენდაციებში წარმოდგენილი ცხრა ნაბიჯი. ჩვენ ვაგრძელებთ ევროკავშირის გზაზე საქართველოს მხარდაჭერას,“ – აცხადებს ოლივერ ვარჰეი. მისი თქმით, დისკუსიის დროს საქართველოსთან შეთანხმდნენ, რომ დაჩქარდება ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის შესრულება. „დისკუსიის დროს ჩვენ შევთანხმდით საქართველოსთან, დავაჩქაროთ ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის შესრულება. ჩვენს დაკავშირებადობის დღის წესრიგს აქვს შავი ზღვის ორივე მხარეს მცხოვრები მრავალი ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესების უზარმაზარი პოტენციალი,“ – აცხადებს ოლივერ ვარჰეი.  

ოლივერ ვარჰეი: თუ საქართველო მზად იქნება 2030 წლისთვის, რომ შეასრულოს ყველა პირობა, ვფიქრობ, ევროკავშირი ასევე უნდა იყოს მზად მიიღოს საქართველო

სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ საქართველო მზად იქნება 2030 წლისთვის, რომ შეასრულოს ყველა პირობა, ევროკავშირი, ასევე, უნდა იყოს მზად, რომ მიიღოს საქართველო მის რიგებში ამ პერიოდისთვის. ვარჰეი მიიჩნევს, რომ ეს ორმხრივი გზაა. ევროკომისრის თქმით, ძალიან მკაფიოა, ის პირობები, რომელთა შესრულებაც აუცილებელია ევროკავშირში წევრობისთვის და მხოლოდ ამ პირობების შესრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი ამ კავშირის წევრობა. „ცხადია, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვდებთ წევრი ქვეყნების განკარგულებაში, მაგრამ ასევე კანდიდატი ქვეყნების განკარგულებაში, რათა საკუთარი თავი მოამზადონ, თუ ეს იქნება 2030 წლისთვის, მაშინ მოემზადონ 2030 წლისთვის, თუ ეს იქნება ადრე, მაშინ მოემზადონ უფრო ადრეული პერიოდისთვის. ცალსახაა ის პირობები, რომელიც არსებობს ევროკავშირის წევრობისთვის და მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, რაც ეს პირობები შესრულდება. თუ საქართველო მზად იქნება 2030 წლისთვის, რომ შეასრულოს ყველა პირობა, ვფიქრობ, ევროკავშირი ასევე უნდა იყოს მზად, რომ მიიღოს საქართველო მის რიგებში ამ პერიოდისთვის, რადგან, ვფიქრობ, ეს ორმხრივი გზაა, თუ არის მიწოდება კანდიდატი ქვეყნის მხრიდან, უნდა იყოს საპასუხო მიწოდებაც ევროკავშირის მხრიდან,“ - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. მან ხაზი გაუსვა, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს ორი თვის წინ მიენიჭა, უკვე აჩვენებს იმ სარგებელს, რომელიც მას მოაქვს. „კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს ორი თვის წინ მიენიჭა, უკვე აჩვენებს იმ სარგებელს და დივიდენდებს, რომელიც მას მოაქვს. არამხოლოდ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, არამედ, ევროკავშირისთვისაც. ამიტომ, თუ ჩვენი დღევანდელი დისკუსიიდან შეიძლება ერთი დასკვნა გამოვიტანოთ, ეს არის ის, რომ ჩვენ მუშაობას დავაჩქარებთ, რათა ევროკავშირის გზაზე და ცხრა ნაბიჯის განხორციელების ფარგლებში შედეგების მიღწევა მოხდეს. იქნება ეს ეკონომიკური საინვესტიციო გეგმის განხორციელება, თუ ზოგადად ეკონომიკური რეფორმები, რათა საქართველო ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფო და ერთიანი ევროპული ბაზრის წევრი გახდეს. ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს გაფართოების ამოცანების შესრულება არამხოლოდ შეუძლია, არამედ, მათი შესრულება სურს, რაც ჩვენი ლიდერების გადაწყვეტილებაში აისახა და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამის გამოყენება მოხდეს. ამიტომ, ჩვენ ქართველ მეგობრებს ვთხოვთ, რომ დააჩქარონ მუშაობა სასამართლოს რეფორმის და რეფორმების დღის წესრიგის სხვა ნაწილებში. დღეს, ჩვენ ერთად განვიხილეთ ცხრა ნაბიჯი, რათა შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის ჩვენც ვიყოთ მზად. სწორედ, ეს არის ჩვენი შეხვედრის მიზანი, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. ჩვენ აქ არ ვჩერდებით, წინ ბევრი სამუშაო გველოდება და ის გადაწყვეტილება, რომ საქართველო კანდიდატი სახელმწიფო გახდა, ამას განაპირობებს,“ - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.  

ოლივერ ვარჰეი: კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს მიენიჭა, უკვე აჩვენებს სარგებელს

„კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს ორი თვის წინ მიენიჭა, უკვე აჩვენებს სარგებელს,“ – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ვარჰეიმ ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რა საკითხებზე შეთანხმდნენ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე. „მიმაჩნია, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს მიენიჭა მხოლოდ და მხოლოდ ორი თვის წინ, უკვე აჩვენებს იმ სარგებელს, რაც მოაქვს სტატუსს. დივიდენდებიც მოაქვს არა მარტო საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც. შევთანხმდით, რომ დავაჩქარებთ მუშაობის ტემპს, რათა შედეგები იყოს ევროკავშირისა და ცხრა რეკომენდაციის განხორციელების გზაზე, მოხდეს სამოქმედო გეგმის შესრულება, იქნება ეს ეკონომიკური, საინვესტიციო გეგმა თუ, ზოგადად, ქვეყანაში რეფორმების განხორციელება, რათა ქვეყანა ნამდვილად ევროპულ სახელმწიფოდ იქცეს და ევროპის ერთიანი ბაზრის წევრი გახდეს,“ – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. როგორც ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, ეს ინვესტიციები უკვე ზრდის სამუშაო ადგილებს და ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს. „მიმაჩნია, რომ ეს გეგმა კიდევ უფრო მეტი პოტენციალის მქონეა და შეიძლება უფრო სწრაფად და უფრო მეტად იქნეს გამოყენებული ქვეყანაში. შესაძლოა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ხელშესახები პროექტი, რაც გვაქვს წინ, არის შავი ზღვის ელექტროენერგიის და ინტერნეტის ფართოზოლოვანი კაბელის პროექტი, ეს არის ის დიდი მასშტაბური პროექტი, რომელიც იქნება სახელმძღვანელო სხვა პარტნიორებისთვის. არა მარტო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, არამედ სხვა ქვეყნებში, სხვა რეგიონებში. ეს მოდელი არის სამაგალითო ყველა პარტნიორისთვის“, – განაცხადა ვარჰეიმ. ევროკომისრის განცხადებით, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე საუბარი იყო სატრანსპორტო კავშირებზე, სადაც ახალი სავაჭრო კავშირები და მარშრუტები არის გადამწყვეტი. მისი თქმით, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ ახალი სავაჭრო მარშრუტის ცენტრი გახდეს. „ამისთვის გვჭირდება შავი ზღვა, რომ იქცეს ახალ დერეფნად ევროპისკენ. ამისთვის ჩვენ გვჭირდება საპორტო ინფრასტრუქტურის შეკეთება და გაუმჯობესება. ასევე, ვახსენე უახლოესი ნაბიჯები, რაც გულისხმობს ღია შესაძლებლობას საქართველოსთვის, პირველ ორ სფეროს, სადაც უკვე გვაქვს წინსვლა, ეს არის როუმინგი და ევროპაში პირველი ანგარიშსწორების მექანიზმები. როუმინგი არის ის სფერო, სადაც საქართველოს მთავრობამ ძალიან დიდი ტემპით განახორციელა ნაბიჯები, ანგარიშსწორების სისტემა არის ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ ურთიერთჩართვა ვიქონიოთ და ამით როუმინგის ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება. ეს იქნება ის საეტაპო ცვლილება, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის იქნება ცხადი და შესამჩნევი ვიზალიბერალიზაციის შემდეგ; მეორე სფერო და მიმართულება, სადაც ვმუშაობთ, არის ანგარიშწორების სისტემა, აქ ჯერ კიდევ გვაქვს ნაბიჯები გადასადგმელი. საქართველო როგორც კი მზად იქნება, ჩვენ უკვე მზად ვართ. საუბარია საკანონმდებლო ნორმების დახვეწაზე, საბანკო სექტორში წესების გაუმჯობესებაზე. საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი და ჩვენ შეხვედრაზე ამაზე ბევრი ვისაუბრეთ, ჩვენ გადავდივართ უფრო დიდი სიჩქარით ახალი სიმაღლეებისკენ და ეს იქნა აღნიშნული,“ – განაცხადა ვარჰეიმ.

ოლივერ ვარჰეი: საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში 1,9 მილიარდი ევროს ინვესტიცია გვაქვს მობილიზებული

„კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს, მხოლოდ და მხოლოდ 2 თვის წინ, უკვე აჩვენებს სარგებელს, რაც მოაქვს ამ სტატუსს და დივიდენდებიც მოაქვს არა მარტო საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა − ოლივერ ვარჰეიმ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან − ჯოზეფ ბორელმა ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ოლივერ ვარჰეის თქმით, შეხვედრის მიზანია, რომ მოხდეს საქართველოს შეყვანა  ევროკავშირში.    „უპირველესყოვლისა, მინდა მივესალმო საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქ, ბრიუსელში, ბატონ ირაკლი კობახიძეს. ეს პირველი ვიზიტია, პირველად ვხვდებით ბრიუსელში მას და დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დისკუსიის შემდეგ ჩვენ გვექნება კიდევ ერთი, ძალიან მალე და ძალიან სწრაფად შეუდექით მუშაობას, ძალიან დიდი ტემპით უკვე.  უპირველესყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ მიმაჩნია, კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს, მხოლოდ და მხოლოდ 2 თვის წინ, უკვე აჩვენებს სარგებელს, რაც მოაქვს ამ სტატუსს და დივიდენდებიც მოაქვს არა მარტო საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც. ეს არის ზუსტად ის მიზეზი, რის გამოც, თუ რაიმე დასკვნა უნდა გაკეთდეს დღევანდელი დისკუსიის საფუძველზე, ეს გახლავთ შემდეგი -  ჩვენ შევთანხმდით, რომ დავაჩქარებთ ჩვენი მუშაობის ტემპს იმისათვის, რომ ევროკავშირის გზაზე და 9 რეკომენდაციის განხორციელების გზაზე მოხდეს შედეგების დადება და სამოქმედო გეგმის შესრულება, იქნება ეს ეკონომიკური თუ საინვესტიციო გეგმა, იქნება ეს ზოგადად რეფორმების განხორციელება ქვეყანაში, იმისათვის, რომ ნამდვილად ევროპულ სახელმწიფოდ იქცეს ქვეყანა და ევროპის ერთიანი ბაზრის წევრი გახდეს.    მოდით სათითაოდ გავიაროთ ეს პუნქტები. ჩვენ ვნახეთ, რომ გაფართოების ამოცანებში საქართველომ არა მხოლოდ შეასრულა, არამედ სურს და შეუძლია ამ ნაბიჯების გადადგმა. ეს არის ჩვენი ლიდერების გადაწყვეტილება , მოსაზრება. ზუსტად ამიტომ უნდა მოხდეს კაპიტალიზაცია ამ გადაწყვეტილების საფუძველზე და სწორედ ამიტომ ვთხოვთ ქართველ მეგობრებს, რომ დააჩქარონ ტემპი სასამართლო რეფორმის, სხვა მიმართულებებით ამ სარეფორმო დღის წესრიგში.  დღეს ერთად გავიარეთ 9 ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენც მოვემზადოთ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. ეს არის სწორედ ჩვენი შეხვედრის მიზანი, რომ საქართველო შევიყვანოთ ევროკავშირში. ჩვენ აქ არ ვჩერდებით. ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს წინ და გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ქვეყანამ, რომ გამხდარიყო ჩვენი მიმართულებით ასპირანტი ქვეყანა, ამას განაპირობებს. ჩვენ ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ უკვე მობილიზებულია 1.9 მლრდ ევროს ოდენობის ინვესტიცია. ეს არის შეტანილი საქართველოს ეკონომიკურ და  საინვესტიციო გეგმაში. ეს არის ინვესტიციები, რომლებიც პირდაპირ ეკონომიკაში შევა და მოხდება კაპიტალდაბანდება ისეთ სექტორებში, როგორიც არის ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ფინანსებზე წვდომა, მცირე და საშუალო ბიზნესი, გარემოს დაცვა, ადამიანის უფლებები და განვითარება. ეს ის ინვესტიციებია, რომლებიც უკვე ზრდის სამუშაო ადგილებს და ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს ადგილზე. მიმაჩნია, რომ ეს გეგმა კიდევ უფრო მეტი პოტენციალის მქონეა და შეიძლება უფრო სწრაფად და უფრო მეტად იყოს გამოყენებული ქვეყანაში“, -  განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით.

საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში როუმინგის ხარჯები შეუმცირდებათ - ევროკომისარი

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ როუმინგის სფეროში საქართველოს მთავრობამ სწრაფად გადადგა ნაბიჯები და მომავალში საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში როუმინგის ხარჯები შეუმცირდებათ. ვარჰეიმ განაცხადა, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებამ უკვე ხელშესახები შედეგები მოიტანა, რის მაგალითადაც დაასახელა პროგრესი როუმინგის საკითხში. გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის განცხადებით, „ეს შეამცირებს როუმინგისა და მობილური ინტერნეტის ხარჯებს საქართველოში, ასევე, ქართველებისათვის, რომლებიც მოგზაურობენ და ცხოვრობენ ევროპაში.“ ოლივერ ვარჰეის შეფასებით, ეს „ისეთივე ხელშესახები მიღწევაა, როგორც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია.“ „როუმინგის მხრივ, ძალიან კმაყოფილები ვართ საქართველოს მთავრობის მუშაობის ტემპით. ამჟამად ხელთ გვაქვს ყველაფერი, რათა შევთავაზოთ ევროკავშირის საბჭოს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საქართველოს ინტეგრირება როუმინგის არეალში.“ 2023 წლის დეკემბერში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის მონაწილეებმა როუმინგის შესახებ რეგიონული ხელშეკრულების გაფორმებას მხარი დაუჭირეს. ევროკომისარმა ვარჰეიმ ასევე ახსენა SEPA - ერთიანი ევრო გადახდის სისტემა (Single Euro Payment Area), - რომელიც ევროპის მასშტაბით ევროს ელექტრონული გადახდების პროცესის ჰარმონიზებას ახდენს. ვარჰეის თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს ჯერ კიდევ აქვს ნაბიჯები გადასადგმელი, თუმცა გამოხატა მზაობა, რომ როგორც კი საქართველო მზად იქნება, ბრიუსელი უკვე მზადაა პროცესის ფინალიზებისათვის. მანვე განაცხადა, რომ საჭიროა საკანონმდებლო ნორმების დახვეწა და საბანკო სექტორში წესების გაუმჯობესება, რათა გადავიდეთ ერთიან ევროპულ საანგარიშსწორებო სისტემაზე.  

ევროკომისარი ვარჰეი: ჩვენ ვაქცევთ საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომას ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ პლატფორმა X-ზე ეხმაურება. „შევთანხმდით ჩვენი მუშაობის დაჩქარებაზე: პროგრესი ევროკავშირის გზაზე და 9 ნაბიჯის განხორციელება, ადრეული ინტეგრაციის სფეროების განხორციელება (მაგ. როუმინგი და SEPA). ჩვენ ვაქცევთ საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად,” -  აღნიშნავს ოლივერ ვარჰეი.   ბორელი საქართველოს მოუწოდებს, გააორმაგოს ძალისხმევა საინფორმაციო მანიპულაციებთან და საგარეო ჩარევასთან ბრძოლაში - სამი გზავნილი  

ამ კანონის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს წინსვლაზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე - ევროკავშირი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “ კანონის მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. „დღეს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მიუხედავად ევროკავშირის არაერთი მოწოდებისა, უარი ეთქვა მსგავს კანონმდებლობაზე და მიუხედავად მასობრივი პროტესტისა. მოვლენათა ამგვარი განვითარება ძალზე შემაშფოთებელია და ამ კანონის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს წინსვლაზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეს კანონი ევროკავშირის ძირითად ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია. საქართველოს ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის წარმატებულ წინსვლას ევროკავშის წევრობისკენ. შემოთავაზებულმა კანონმდებლობამ შესაძლოა, შეზღუდოს როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების თავისუფლი მუშაობის შესაძლებლობა, ასევე გამოხატვის თავისუფლება და მოახდინოს საქართველოს მოქალაქეებისთვის სარგებლის მომტანი ორგანიზაციების უსამართლოდ სტიგმატიზირება. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკაოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა, საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაათმობინოს - ის გზა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს,“ წერენ ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით შეგახსენებთ, ორი დღის განმავლობაში ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. აქცია დღესაც იგეგმება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ცნობისთვის, კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.